5 მიზეზი, რატომაც უნდა ისაუზმოთ

ბევრი დილაობით არ საუზმობს. ეს ძალიან ცუდია. საუზმეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის ჯანმრთელობისა და შრომისუნარიანობისთვის.   სპეციალისტები ასახელებენ 5 ძირითად მიზეზს, რატომაც უნდა მიირთვათ საკვები დილაობით.

1) დიეტოლოგები მიიჩნევენ, რომ საუზმე ორგანიზმის ენერგიით ავსების საუკეთესო საშუალებაა, სამჯერ ზრდის შრომისუნარიანობას. რაციონალური საუზმის წყალობით ადამიანი ადვილად ართმევს თავს თუნდაც ურთულეს სამუშაოს მთელი დღის განმავლობაში. არ იფიტება, მიუხედავად გადატვირთული განრიგისა, მეტიც, კიდევ რჩება ძალები გართობისა და მეგობრებთან დროსტარებისთვის. ყველაზე ოპტიმალურია დილის 9 საათზე საუზმობა.

2) საუზმე ამაღლებს გუნება-განწყობას. ვინც დილაობით არ მიირთმევს საკვებს, მთელი დღის განმავლობაში გაღიზიანებული და აგრესიულია.

3) თურმე, როდესაც ადამიანი დილაობით საუზმობს, სამუშაო დღის განმავლობაში გამძაფრებული შიმშილის გრძნობით აღარ იტანჯება. რაც მთავარია, მას საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ დარღვევები არ აღენიშნება.

4) საუზმე აუმჯობესებს მეხსიერებას, ხელს უწყობს ინფორმაციის აღქმასა და ყურადღების კონცენტრირებას. საუზმის მოყვარულები გაცილებით უკეთ იმახსოვრებენ ყველაფერს, ვიდრე “დილიდანვე მშივრები”.

5) ყოველ დილით საუზმობით თურმე ჭარბი წონის პროფილაქტიკასაც ახდენთ. ჭარბი წონის ერთ-ერთი მიზეზი სხვებთან ერთად შენელებული ნივთიერებათა ცვლაა. ადამიანი, რომელიც დილიდანვე იღებს საკვებს, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმში, შესაბამისად, დღის განმავლობაში აქტიურად წვავს კალორიებს. სხვა შემთხვევაში კალორიები არ იწვება და “გროვდება ორგანიზმში”.

ასე რომ, აუცილებლად ისაუზმეთ დილაობით. ნუ დაგავიწყდებათ, რომ საუზმეზე დღის განმავლობაში მიღებული კალორიების მესამედი უნდა მოდიოდეს. გირჩევთ, საღამოობით მსუბუქად ივახშმოთ, რათა დილაობით საკვების მიღების სურვილი გქონდეთ.

 

წყარო: www.mkurnali.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები