კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ მსოფლიოს მასშტაბით ოჯახების ყოველდღიურობა შეცვალა. დახურული სკოლები, დისტანციური მუშაობა და ასევე ფიზიკური დისტანცირებაც – ეს მშობლებს საკმაოდ დიდ სირთულეებს უჩენს შვილებისთვის შესაბამისი სწავლა–განათლების მისაღებად. რობერტ ჯენკინსი, UNICEF–ის წარმომადგენელი განათლების დარგში, მშობლებს 5 გზას სთავაზობს კარანტინის პირობებში შვილების განათლებაზე რაციონალური ზრუნვისთვის.
- რუტინა დაგეგმეთ ერთად
შეეცადეთ დაალაგოთ დღის წესრიგი ასაკობრივი და საგანმანათლებლო პროგრამების გათვალისწინებით, რომლის დაცვაც შესაძლებელია ინტერნეტის, ტელევიზიისა და რადიოს მეშვეობით. ასევე გაითვალისწინეთ ბავშვისთვის სათამაშო და კითხვისთვის საჭირო დროის ფაქტორი. გამოიყენეთ ყოველდღიური აქტივობები როგორც შესაძლებლობა თქვენი შვილების გამოცდილების გამრავალფეროვნებისთვის. და არ დაგავიწყდეთ გეგმის პუნქტების ერთად შედგენა, როცა ეს შესაძლებელია.
მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიური გეგმის შედგენა ბავშვებისა და მოზარდებისთვის აუცილებელია, თქვენ შესაძლოა შენიშნოთ, რომ თქვენს შვილს გარკვეული თავისუფალი დრო სჭირდება. შეცვალეთ თქვენი ქმედების შინაარსი. თუ ბავშვი გაღიზიანებული და აფორიაქებულია, როცა თქვენ ცდილობთ ონლაინ–განათლებაში მასთან ერთად ჩართვას, გადაერთეთ მეტად აქტიურ ვარიანტზე. ეცადეთ რაც შეიძლება უკეთ მოერგოთ მათ მოთხოვნილებებს.
- ღია საუბრები
დაუსვით შვილებს კითხვები და ეცადეთ გამოამჟღავნებინოთ თავიანთი გრძნობები თქვენთან ერთად. გახსოვდეთ, რომ თქვენს ბავშვს შესაძლოა ჰქონდეს განსხვავებული რეაქციები სტრესზე, ამიტომ იყავით მომთმენნი და გამგებნი. დაიწყეთ არსებული პრობლემის განხილვის შეთავაზებით. განიხილეთ ჰიგიენის წესები. შეგიძლიათ გამოიყენოთ ყოველდღიური მომენტები, რათა მიხვედროთ შვილები თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხელების რეგულარულად დაბანა. დარწმუნდით, რომ ბავშვს თავისუფლად საუბრის საშუალებას აძლევთ. ხატვა, ზღაპრები და სხვა აქტივობები შესაძლოა დისკუსიის დაწყებაში დაგეხმარონ.
ეცადეთ მათი პრობლემები გაუბრალოება არ მოახდინოთ და არ გაექცეთ მათზე საუბარს. არ დაგავიწყდეთ მათი გრძნობების აღიარება და სერიოზულად მიღება. აჩვენეთ, რომ უსმენთ დიდი ყურადღებით, ასევე დარწმუნდით, რომ მათ ესმით, რომ შეუძლიათ თქვენთან და მასწავლებლებთან საუბარი ნებისმიერ დროს
- არ იჩქაროთ
დაიწყეთ შედარებით მოკელ აქტივობებით და თანდათან გაზარდეთ მათთვის გამოყოფილი დრო. თუ მიზანია, რომ გაკვეთილის ხანგრძლივობა იყოს 30 ან 45 წუთი, დაიწყეთ 10 წუთიდან.
- დაიცავით ბავშვები ონლაინ
ციფრული პლატფორმები ბავშვებს საშუალებას აძლევენ ისწავლონ, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა თამაშებში და ჰქონდეთ კავშირი მეგობრებთან. თუმცა ეს ყოველივე ასევე ზრდის რისკს ბავშვის კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემისა. განიხილეთ ეს ყველაფერი ბავშვებთან ერთად, რათა იცოდნენ როგორ მუშაობს ყოველივე, როგორი უნდა იყოს შესაბამის პლათფორმაზე მათი ქცევა, მაგალთად ვიდეოჩართვებისას.
ერთად შეადგინეთ განრიგი სად, როგორ და როდის შეიძლება ინტერნეტის გამოყენება. აკონტროლეთ მოწყობილობები, რათა ონლაინ–რისკები შეამციროთ, განსაკუთრებით პატარა ასაკის მქონე ბავშვებისთვის.
- დარჩით კონტაქტზე თქვენი შვილის მასწავლებლებთან და სკოლასთან, რათა მოვლენების ცენტრში იყოთ, დასვით კითხვები და მიიღეთ დამატებითი რეკომენდაციები.