5 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
თქვენი საქმეები კარგად მიდის. ურთიერთობებში სრული გაგება სუფევს და თქვენი შესაძლებლობები მნიშვნელოვნად იზრდება. ეცადეთ, კოლეგებთან ურთიერთობა არ გაიფუჭოთ. გაითვალისწინეთ, რომ ამჯერად, დათმობა ჯობს.

კურო
მზად იყავით იმისთვის, რომ ერთი შეხედვით, მომგებიანი გარიგების საბუთებზე ხელის მოწერას გთხოვენ და გახსოვდეთ, რომ დოკუმენტებში უამრავი იურიდიული ხაფანგია. ამჟამად, გადაწყვეტილებების მიღებას არ გირჩევთ – ჯერჯერობით სიტუაციის ობიექტურად შეფასება არ შეგიძლიათ.

ტყუპები
ამ პერიოდში თქვენი ყოყმანი და ეჭვიანობა, რაც ტყუპებს ისედაც ახასიათებთ, მაქსიმუმს მიაღწევს. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა, ოჯახში, სახელისუფლებო სტრუქტურებთან ან სამართალდამცავებთან სერიოზული პრობლემები შეგექმნათ. არავითარ შემთხვევაში არ გარისკოთ, თუნდაც გეჩვენებოდეთ, რომ ყველაფერი კარგად გათვლილი და მოფიქრებული გაქვთ.

კირჩხიბი
საქმეში ბედი გწყალობთ, ამიტომ მნიშვნელოვან სამუშაოს იმაზე სწრაფად შეასრულებთ, ვიდრე გეგონათ. თავმდაბლობა საჭირო არაა. დღესასწაულის წინ პრემიას უნდა ელოდეთ.

ლომი
ამ დღეს ლომები საკუთარი სიჯიუტით, პირადი ინიციატივებითა და ფინანსებით შეძლებენ საქმის „მკვდარი წერტილიდან“ დაძვრას. გირჩევთ, თავი დაანებოთ ფინანსური საკითხების მოგვარების მცდელობას. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება თვის ბოლოსთვის გადადეთ და მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას. საღამოს სასარგებლო იქნება წყლის პროცედურები.

ქალწული
ქალწულები უჩვეულოდ აქტიურები და კომუნიკაბელურები არიან. მათ შეუძლიათ მოლაპარაკებების წარმოება, საჭირო ინფორმაციის მოპოვება და საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენება. წარმატება დადებითად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე.

სასწორი
გაღიზიანებას იგრძნობთ. ცხოვრების მოუწესრიგებელი წესი ძალების აღდგენის საშუალებას არ მოგცემთ. რთულია იმის დადგენა, რა მიზეზით მოგიწევთ ავადმყოფობა, თუმცა, წამლების მიღება გარდაუვალი იქნება. იზრუნეთ საკუთარ თავზე – როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად. მოერიდეთ გაციებას, ვირუსულ ინფექციებსა და ძარღვების დაჭიმულობას.

მორიელი
თვის დასაწყისში, შესაძლოა, საქმეები დამუხრუჭდეს და სასურველ მიზანს ვერ მიაღწიოთ. ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ ძალებს სწორად არ გადაანაწილებთ. შესაძლოა, მზაკვრულ მიზნებში გამოგიყენონ. არ დასთანხმდეთ სამუშაოს შეცვლას იმ შემთხვევაშიც, თუკი ოქროს მთებს აგიშენებენ.

მშვილდოსანი
ამ დღეს თავდაჯერებული იქნებით. შესაძლოა, დაგაწინაურონ, სიყვარულში გამოგიტყდნენ ან საინტერესო საქმიანი შეთავაზება მიიღოთ. არ გამოირიცხება, დაწყებული რომანტიკული კავშირი ჩვეულებრივ ურთიერთობაში გადაიზარდოს.

თხის რქა
სწავლის შესაძლებლობა ამ დღეს ნაკლებად მოგეცემათ. უფრო გაღიზიანებული, განერვიულებული და დაბნეული იქნებით. ვარსკვლავები გირჩევენ, დაკავდეთ ფიზიკური ვარჯიშით, მაგრამ ორგანიზმი ზედმეტად არ გადატვირთოთ. თუკი საკუთარი ძალაუფლებით ისარგებლებთ და ვინმეს აწყენინებთ, ჩათვალეთ, რომ ამით საკუთარი თავი დაამცირეთ და სამომავლოდ ეს დამცირება თქვენს ენერგეტიკას დაასუსტებს.

მერწყული
ცხოვრებისეული პროცესები ამ დღეს შენელებულად განვითარდება. ვარსკვლავები გირჩევენ, დაიჭიროთ მომენტი, რომელსაც თქვენ გარდა ვერავინ შეამჩნევს და ისარგებლოთ შანსით, რომელსაც ცხოვრება გიგზავნით.

თევზები
დღის პირველ ნახევარში ახალი პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები გელოდებათ. შესაძლოა, ახალი კლიენტები შეიძინოთ ან საკუთარი იდეებითა და პროექტებით გავლენიანი ადამიანები და სახელმწიფო ჩინოვნიკები დააინტერესოთ. თუკი მოქმედების ზუსტ გეგმას დაისახავთ და გაითვალისწინებთ, წარმოუდგენელი წარმატება გელოდებათ.

კომენტარები

სხვა სიახლეები