5 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
საინტერესო მოვლენებით დატვირთული დღე გელით. თავდაჯერებულობას დაიბრუნებთ. მეტი ყურადღება და მზრუნველობა გმართებთ ოჯახის წევრების მიმართ.

კურო
ნუ დაიტვირთავთ თავს საქმეებით. სასიამოვნო ადამიანებთნ შეხვედრა და დროის მხიარულად გატარება გელით. უცხოეთიდან მნიშვნელოვან ინფორმაციებს მიიღებთ.

ტყუპი
მშვიდი, მსუბუქი დღე გელით. საოჯახო საქმეების მოგვარებით იქნებით დაკავებული. რჩევისთვის უფროს ნათესავებს მიმართეთ.

კირჩხიბი
არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას, ოჯახში სიმყუდროვის შექმნას. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. მშვიდი საუბარი განწყობას გაგიუმჯობესებთ.

ლომი
ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეძლებთ ჩანაფიქრის რეალიზებას. მოიცალეთ საოჯახო საქმეებისთვის. ჩამოწერეთ სამომავლო გეგმები. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ნათესავებთან.

ქალწული
არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ნუ შეჭიდებით რთული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა განმარტოების, დასვენებისა და ფიქრისთვის.

სასწორი
დღის განმავლობაში საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებით იქნებით დაკავებული. საღამოს გამონახეთ დრო დასვენებისთვის, კითხვისა და ფილმების საყურებლად.

მორიელი
ავანტიურა და თავგადასავლები გაგიტაცებთ. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. საღამოს დაარეგულირეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან.

მშვილდოსანი
სასიხარულო მოვლენებით დატვირთული დღე გელით. ზოგიერთს მატერიალური მდგომარეობა ლატარიაში მოგების შედეგად გაგიუმჯობესდებათ. გაგიმრავალფეროვნდებათ ინტიმური ცხოვრება.

თხის რქა

გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. უცხოებთანაც კი გამონახავთ საერთო ენას. ახალ მეგობრებს გაიჩენთ. მარტოხელებს კი რომანტიკული ნაცნობობა ელით.

მერწყული

კარგი დღეა შემოქმედებითი, სამეცნიერო, ლიტერატურული და კოლექტიური საქმიანობისთვის. ზოგიერთები სასურველის მიღწევას შეძლებენ.

თევზები
ბიზნესმენებს გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. კარგი დღეა შენაძენებისთვის. დღეს საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ. მეგობრებთნ შეხვედრა განწყობას გაგიუმჯობესებთ.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები