სტრესული სიტუაციები ყოველდღიურად გვაქვს. ზოგჯერ დამშვიდება ძალიან გვიჭირს, ეს არ არის მხოლოდ აღელვება, აღშფოთება, “ნერვების მოშლა” გაბრაზება, განრისხება თუ სხვა მრავალი. ადამიანი უბრალოდ ვეღარ მშვიდდება თავი ხელში ვეღარ აყავს ან თუ აყავს და “ქვებს არ ისვრის”, როგორც ფსიქოლოგები ხუმრობენ, შინაგანად აფორიაქებულია.
ამ დროს ორგანიზმში ძალიან დიდი ფიზიოლოგიური ძვრები მიმდინარეობს, სწორედ ამ პროცესთა და რეაქციათა გამოა, რომ სიმშვიდეს ვეღარ მოიპოვებთ, მეტიც, საამისოდ დიდი დრო და სხვადასხვა საშუალება გვჭირდება.
გთავაზობთ ხუთ მარტივ ხერხს, რომელიც სტრესთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.
1. მანგო – იაპონელი სპეციალისტები გვირჩევენ, რომ საკებ რაციონში რეგულარულად ჩავრთოთ მანგო. მათი აზრით, მანგოს სურნელსაც კი საოცარი დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. დღეში ერთი ნაყოფის მიღება ბუნებრივ სედატიურ საშუალებას უტოლდება.
2. სუფთა ჰაერი – დაბინძურებული ჰაერი (განსაკუთრებით გარემოს მაღალ ტემპერატურასთან ერთად) სტრესის გამომწვევი ერთ – ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. მაქსიმალურად შეეცადეთ. ისუნთქოთ სუფთა ჰაერი.
ამით, იმის გარდა, რომ ორგანიზმს გაიჯანსაღებთ, ნერვებსაც გაიკაჟებთ.
3. სირბილი – სირბილი სტრესის მოხსნის ერთ – ერთი უნიკალური საშუალებაა. თუ ვინმემ გაგაბრაზათ, ეცადეთ, ნებისყოფა მოიკრიბოთ და სახლს ერთხელ მაინც (ნელი სიჩქარით) შემოურბინოთ. ყოველდღიური სირბილი ხომ საუცხოოდ განამტკიცებს ნერვულ სისტემას.
4. მხიარული ჰანგები – მუსიკის გამამხნევებელ ეფექტზე ბევრი კვლევა არსებობს. მუსიკა გვიქარვებს ნაღველს, გვახალისებს, აღმაფრენას გვანიჭებს და, შესაბამისად, სტრესული სიტუაციიდან გამოსვლაშიც გვეხმარება.
5. ლავანდა – ლავანდის სურნელს მომადუნებელი ეფექტი აქვს. ფსიქოლოგები ადვილად აღგზნებად პირებს ურჩევენ, თან იქონიონ ეს სურნელი – მცენარის ეთერზეთით სავსე მცირე ფლაკონი თან ატარონ.
სხვა სიახლეები