ყველსათვის ცნობილია, რამდენად მნიშვნელოვანია ყოველდღიურად წყლის გარკვეული რაოდენობის მიღება, განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ დღეებში. წყლის დალევა აუცილებელია ჯანმრთელობისა და კარგი ფიზიკური ფორმის შესანარჩუნებლად. მაგრამ რაც მეტად ვცდილობთ, მით უფრო ძნელია ამ წესის შესრულება. აშშ-ის სტატისტიკით, ზრდასრული ადამიანების მხოლოდ 43% სვამს დღეში არანაკლებ 4 ჩაის ჭიქა წყალს. ჰიდრატაცია ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის, ენერგიის შესანარჩუნებლად და იმუნური სისტემის გასაძლიერებად. აი, ის 5 მარტივი მეთოდი, რომელიც დაგეხმარებათ ყოველდღიურად მეტი წყლის დალევაში.
1. დალიეთ წყალი გაღვიძებისთანავე. ძილის წინ 1 ჩაის ჭიქა წყალი დაიდგით საწოლთან, ტუმბოზე და გაღვიძებისთანავე დალიეთ.
2. დაუმატეთ ხილის არომატი. თუ გსურთ გაამდიდროთ წყლის გემო, დაუმტეთ ხილი და ბოსტენულიც კი: საზამთრო, ანანასი, კენკროვნები, ციტრუსები, კიტრი ან პიტნა. ძალიან გემირელია ჟოლოსა და ლაიმას ერთობლიობა.
3. შეიძინეთ საინტერესო მოცულობის წყლის ჭურჭელი. თუ ახალ ტანსაცმელში უფრო ენერგიულად და თავდაჯერებულად გრძნობთ თავს, იგივე გააკეთეთ წყლის ჭურჭელთან მიმართებაშიც. მაგალითად, ფიტნესისთვის აიღეთ წყლის მოდური ჭურჭელი. სახლისთვის შეარჩიეთ ყველაზე საინტერესო დოქი.
4. თვალი მიადევნეთ საკუთარ წარმატებებს. სასურველია
დაიწყოთ წყლის დალევა, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ამ წარმატების გამყარება. ასე, რომ ვიდრე წყლის რეგულარული მიღება არ გადაიქცევა ჩვევად, ყურადღება მიაქციეთ მოხმარებული წყლის რაოდენობას.
5. დაასრულეთ დღე ფინჯანი ჩაით. მიუხედავად იმისა, რომ წყალი ჯანმრთელობის ნამდვილი ელექსირია, ბალახეული ჩაით ჰიდრატაციას დამატებითი უპირატესობები გააჩნია. ცხელ წაყლში დაუმატეთ ცოტა ლიმონი და ამგვარად იმუნური სისტემის სტიმულაციას მოახდენთ. პიტნის დამატებით მოიწესრიგებთ ძილსა და ნერვული სისტემის ფუნქციონირებას. გარდა ამისა შეძლებთ წონის გაკონტროლებასა და ორგანიზმიდან ტოქსინების გამოძევებას.