5 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ბედისწერა ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და მორალურ სტაბილურობაზე გამოგცდით. თქვენს ინტერესებში უმაღლესი შეფასების მიღებაა! მით უმეტეს, როდესაც ყველაფერი დალაგდება, კვლავ მოგიწევთ საკუთარ თავზე ნათესავებისა და მეგობრების პრობლემების ტვირთის საკუთარ თავზე აღება, რადგან თქვენი დახმარების გარეშე ისინი ვერაფერს შეძლებენ. გახსოვდეთ, რომ მას, ვისაც შეუძლია მეგობრული, საქმიანი და ფინანსური მხარდაჭერით ისარგებლოს, სპონსორსაც ადვილად პოულობს და აუცილებელ პროტექციასაც.

კურო
თქვენმა სიჩქარემ შესაძლოა, ის შედეგი ვერ მოგიტანოთ, რომელსაც ელოდებით და ისურვებდით, მაგრამ, ის მაინც გეცოდინებათ, რომ ყველაფრის გაკეთება სცადეთ, რაც კი შეგეძლოთ. შედეგის მისაღებად საჭიროა არა მხოლოდ სიამოვნების მიღება ამა თუ იმ საქმიდან, არამედ ზუსტი გათვლაც.

ტყუპები
ეცადეთ, მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ. ამ დღეს ძალიან უხეში და ფეთქებადი იქნებით და შეიძლება გაუფრთხილებლობით საკუთარი თავი ან გარშემომყოფები დააზიანოთ. აკონტროლეთ საკუთარი თავი და ემოციები.

კირჩხიბი
სამსახურში შესაძლოა, პრობლემები შეგექმნათ. შრომისმოყვარე კირჩხიბები ზუსტად და აკურატულად შეასრულებენ სამუშაოს. ხელმძღვანელი მაცდურ დავალებას მოგცემთ. შეეცდება სამუშაოს რაოდენობა გაგიზარდოთ, ხოლო ხელფასი შეგიმციროთ. ვარსკვლავები გირჩევენ, მშვიდად, მაგრამ დამაჯერებლად გაამყაროთ საკუთარი პოზიციები. არავის მისცეთ თქვენით მანიპულირების უფლება.

ლომი
ძალების მოზღვავებას იგრძნობთ და ოპტიმიზმის შეგრძნება დაგეუფლებათ. შესაძლოა, ეს ახალი სასარგებლო ჩვევების ან დღის განრიგში ცვლილებების შედეგიც იყოს. ვარსკვლავები გკარნახობენ, რომ სწორ გზას ადგახართ და გირჩევენ, ასე გააგრძელოთ.

ქალწული
ეს დღე თქვენი ჯანმრთელობისთვის არცთუ ისე შესაფერისია. ვარსკვლავები გირჩევენ, გამოიჩინოთ სიფრთხილე, ყურადღებით და ოპერატიულად იმოქმედოთ, რათა პრობლემები მინიმუმამდე დაიყვანოთ.

სასწორი
დაკავდით სპორტით, ჰობით ან შემოქმედებითი საქმიანობით. ვარსკვლავები გკარნახობენ, რომ ეს დღე შესანიშნავია ფიზიკური აქტიურობისთვის. მოერიდეთ ფულის იმპულსურად ხარჯვას. დამშვიდდით – ცუდი წინათგრძნობები სრულიად უსაფუძვლოა.

მორიელი
ამ დღეს წარმატებები გელოდებათ, რომლებიც თქვენს მომავალზე აუცილებლად დადებითად აისახება. მედიტაციითა და რელაქსაციით დაინტერესდებით, რაც სხეულის გაჯანსაღებასა და სულიერი სიმშვიდის მოპოვებაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი
კარდინალურ და ზუსტ გადაწყვეტილებებს მიიღებთ. ასევე, საჭირო კავშირებს უპრობლემოდ მოაგვარებთ. დღის პირველი ნახევარი გადაუდებელ საქმეებსა და შეხვედრებს დაუთმეთ. არ მისცეთ საკუთარ თავს სიზარმაცისა და მოდუნების უფლება.

თხის რქა
ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებში ხასიათის მკვეთრი ცვალებადობა შეინიშნება: ეს არა მხოლოდ თქვენ შეგიქმნით პრობლემებს, არამედ თქვენს ახლობლებსაც. ვარსკვლავები გირჩევენ, რაიმე დამამშვიდებელი მიიღოთ. ნუ წახვალთ დინების საპირისპიროდ. დაიწყეთ რამე ახალი და დაივიწყეთ ძველი, არასაჭირო კავშირები.

მერწყული
ახლობელი ადამიანების უკმაყოფილების მიუხედავად, ცხოვრების თავისუფალ წესს მიჰყვებით. შეეცადეთ, თავისუფალი დროით ბოროტად არ ისარგებლოთ და იპოვოთ საკუთარი ცხოვრების სტილში ოქროს შუალედი.

თევზები
სხვადასხვა ტიპის ცდუნებების მიმართ უძლური აღმოჩნდებით, რაც თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. არ დაუშვათ დაუფიქრებელი და წინასწარ დაუგეგმავი ნაბიჯების გადადგმა, რადგან ამგვარად საკმაოდ ნეგატიურ შედეგს მიიღებთ

კომენტარები

სხვა სიახლეები