ვერძი
კარგი დღეა ხელშეკრულებების დასადებად, რემონტისა და სახლის მშენებლობის დასაწყებად. მოერიდეთ აზარტულ გასართობებს, ნუ გარისკავთ. გარშემო მყოფები სიყვარულითა და მზრუნველობით გაანებივრეთ.
კურო
გილოცავთ, როგორც იქნა, დასვენებისთვისაც მოიცალეთ. დღე ოჯახურ, მშვიდ გარემოში გაატარეთ. სამსახურის საქმეებზე არც იფიქროთ. გაანებივრეთ საკუთარი თავი გემრიელი სადილით, დესერტით, გამოიძინეთ.
ტყუპი
ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს, განსაკუთრებით, თუ საქმე დაქორწინებას ეხება.
კირჩხიბი
ახალ თანამოაზრეებს, მეგობრებს გაიჩენთ, ზოგიც თავის საბედოს შეხვდება. უარს ნუ იტყვით მოგზაურობაზე, შთაბეჭდილებებით აღსავსე დღე გელით.
ლომი
მოერიდეთ საეჭვო პირებთან ურთიერთობას. აგრეთვე, არ დაარღვიოთ კანონი, ტრადიცია. მოერიდეთ აზარტულ თამაშებს და
არავის ასესხოთ ფული.
ქალწული
გაფრთხილდით, ოჯახის წევრებთან უმნიშვნელო კამათმაც კი შეიძლება განწყობა თქვენც გაგიფუჭოთ და მათაც. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე.
სასწორი
კარგი დღეა ხელშეკრულებების გასაფორმებლად, მოლაპარაკებებისთვის. ნუ იქნებით ამბიციური და ეგოისტური. მოერიდეთ კამათს საყვარელ ადამიანთან.
მორიელი
მოერიდეთ მკაცრ გამონათქვამებსა და ჟესტებს. განსაკუთრებით ოჯახის წევრებისა და საყვარელი ადამიანის მიმართ. მეტად დაისვენთ, ბუნებაში გაისეირნეთ.
მშვილდოსანი
გადადეთ ყველა საქმე და პასიურად დაისვენეთ. თუ სახლში ვერ ჩერდებით, სიფრთხილე გამოიჩინეთ საჭესთან, საფრენ აპარატებთან.
თხის რქა
მოაგვარეთ საბინაო, სარემონტო, სამშენებლო საკითხი. კარგი დღეა მიწაზე სამუშაოდ. აგრეთვე, სპორტული ვარჯიშისა და იოგისთვის. რაც ხელს შეგიწყობთ იდეალური ფორმის მიღწევაში.
მერწყული
მეგობრებთან შეხვედრა და მხიარულება გარანტირებული გაქვთ. მოგონებებითა და ახალი შთაბეჭდილებებით დატვირთული დღე გელით. რომანტიკულ პაემანზე სამომავლო გეგმები საყვარელ ადამიანთან ერთად შეადგინეთ.
თევზები
დღეს არ უნდა იზარმაცოთ, ადრიანად შეუდექით მუშაობას, საკითხების მოგვარებას. ნუ დაელოდებით სხვის შექებას, თავადვე გაამხნევეთ საკუთარი თავი. ყურადღება მიაქციეთ კვებას, მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წყარო: www.astrologi.ge