5 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ცვლილებები გელით სამსახურში. მეტი ყურადღება გმართებთ ახალი საქმეების წამოწყებისას. შეიძლება ან უფროსი შეგეცვალოთ, ან ახალი კოლეგა შემოგემატოთ.

კურო
თუ კარგად დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ არც ისე ცუდად გაქვთ ვითარება. მართლია, საქმეების მოგვარებისას მცირე დაბრკოლებები შეგხვდებათ, მაგრამ შრომა და ბრძოლა წარმატებით დაგვირგვინდება.

ტყუპი
დაეხმარეთ ახლობლებს, მიიღეთ გარშემო მყოფები ისეთები, როგორებიც არიან და ნუ ეცდებით მათ გადაკეთებას. კარგი დღეა განტვირთვისთვის.

კირჩხიბი
დასვენება და გართობა წარსულში დარჩა, დღეიდან დაწყებული აქტიურად უნდა ჩაებათ სამსახურის საქმეებში. ახალი პროექტები კოლეგებთან და უფროსთან ერთად განიხილეთ.

ლომი
დღის პირველ ნახევარში მეტი ყურადღება გმართებთ ფინანსური საკითხების მოგვარებისას. საღამოს ნუ გადაიღლებით, მეტად დაისვენეთ და გამოიძინეთ.

ქალწული
კოლეგებთან შეთანხმებული მუშაობა საქმეების წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ. გაგიუმჯობესდებათ ფინანსური მდგომარეობა. ყურადღებით განიხილეთ სამემკვიდრეო, სადაზღვევო და საინვესტიციო საკითხები.

სასწორი
მოერიდეთ ფულის ფლანგვას. უმჯობესია, ფინანსები სარფიან საქმიანობაში დააბანდოთ. საყვარელი ადამიანის მიმართ ნუ იქნებით ზედმეტად ეჭვიანი და მომთხოვნი.

მორიელი
ახალი პროექტები კოლეგებთან და უფროსთან ერთად, მეგობრულ გარემოში განიხილეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას საყვარელ ადამიანთან.

მშვილდოსანი
თანამოაზრეები შემოიკრიბეთ და სირთულეების მიუხედავად დაასრულეთ დაწყებული საქმეები. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ, მოერიდეთ აზარტსა და ექსტრიმს.

თხის რქა
მნიშვნელოვანი საქმეები დღის პირველ ნახევარში დაგეგმეთ. ეცადეთ მობილიზებული და ყურადღებაინი იყოთ. საღამოს მეგობრებთან შეხვედრა და მხიარულება გელით.

მერწყული
მოიკრიბეთ ძალები და დაწყებულ საქმეებს ნუ მიატოვებთ, დაასრულეთ. საკუთარი პრობლემების გარდა გარშემო მყოფების დახმარებაც მოგიწევთ.

თევზები
მოერიდეთ კამათს კოლეგებთან, უფროსთან. მეტად ყურადღებით უნდა იყოთ ახლის შესწავლისას, გამოცდების ჩაბარებისას.
განვიხილოთ ეს თემა ფორუმზე

კომენტარები

სხვა სიახლეები