5 თვის ბავშვს „მეორე თავი“ მოჰკვეთეს (ფოტო)
5 თვის ბავშვს თავზე სერიოზული ოპერაცია ჩაუტარდა, მას თავის მსგავსი მეორე ნაწილი – კისტა მოკვეთეს. ოპერაცია 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. თავდაპირველად ექიმებმა განაცხადეს, რომ ეს დაავადება არ იკურნებოდა, თუმცა შემდეგ ქირურგიული ჩარევა დაგეგმეს. იამანურ ნარანალის გადარჩენის შანსი 50-50-ზე იყო.
იამანური ინდოეთში დაიბადა. მისმა მშობლებმა არაერთხელ მიმართეს ადგილობრივ სახელმწიფო საავადმყოფოს, თუმცა ექიმები დაავადების განკურნების დამაიმედებელ პროგნოზს არ აკეთებდნენ. რამდენიმე ხნის წინ კი გაჩნდა შანსი და ბავშვი ინდოეთის ქალაქ ბანგალორეში გადაიყვანეს, სადაც ჩატარდა ოპერაცია. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.