5 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დაასრულეთ დაწყებული პროექტები. ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ. ახლობლები და საყვარელი ადამიანი მზრუნველობას არ მოგაკლებენ.

კურო
ან ახალ პროექტზე შემოგთავაზებენ მუშაობის დაწყებას, ან ახალ ბიზნესსაქმიანობაში ჩაერთვებით. აგრეთვე, შანსი მოგეცემათ გამოავლინოთ თქვენი ნიჭი. გაგიუმჯობესდებათ სასიყვარულო ურთიერთობაც.

ტყუპი
დღეს ყველაფერს მიიღებთ, რასაც ჩაიფიქრებთ. მთავარია, იცოდეთ რა გინდათ და არ იზარმაცოთ. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ.

კირჩხიბი
დღის პირველი ნახევარი სამსახურის საქმეებს დაუთმეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. საღამო – ან რომანტიკულ პაემანს, ან საოჯახო შეკრებას.

ლომი
დღეს უამრავ საქმეს მოაგვარებთ, უამრავ პრობლემას გადაჭრით. დღეს თქვენთვის ყველა კარი გაიღება. მოთოკეთ ემოციები და დაკვირვებულად იმოქმედეთ.

ქალწული
ზოგიერთი ძველ შეყვარებულთან ან საქმიან პარტნიორთან შეეცდება ურთიერთობის აღდგენას. პირველი ნაბიჯის გადადგმა კარგ შედეგს მოგიტანთ.

სასწორი
შეყვარებულების ურთიერთობაში ჰარმონია დაისადგურებს. ერთად დასვენების საშუალება მოგეცემათ. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა.

მორიელი
ემოციების გამოხატვის გარეშე, მშვიდად დაამტკიცეთ თქვენი სიმართლე. კარგი დღეა საქმიანი შეხვედრებისა და კოლეგებთან ახალი იდეების განსახილველად. სასიამოვნო ცვლილებები გელით პირად ცხოვრებაში.

მშვილდოსანი
დილითვე დაასრულეთ საქმეები, რათა თვისუფალი დრო საყვარელ საქმიანობას, საკუთარ თავს ან ახლობლებზე ზრუნავს მოანდომოთ. საღამო მშვიდ, ოჯახურ გარემოში გაატარეთ.

თხის რქა
წარმატებული დღე გელით. თქვენი სიტყვა და თქვენი აზრი კოლეგებისთვის მნიშვნელოვანი გახდება. დაეხმარეთ გარშემომყოფებს რჩევით, ახლობლებს – მატერიალურად.

მერწყული
დღის მთავარი საზრუნავი საყვარელი ადამიანი და მასთან ურთიერთობის გაუმჯობესება გახდება. დღეს იმას მიიღებთ, რაზეც დიდხანს ოცნებობდით. საღამო მხიარულ გარემოში გაატარეთ.

თევზები
მხიარულ, მეგობრულ კოლექტივში მუშაობა გაცილებით უკეთეს შედეგს მოგიტანთ. პარტნიორებთან ერთად განიხილეთ ახალი პროექტები, რომლებსაც ორშაბათიდან განახორციელებთ.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები