5 ზიანი, რაც ბავშვის მიმართ ზედმეტ სიმკაცრესა და აკრძალვებს მოაქვთ

მშობლები ხშირად წუხან, რომ უჭირთ ოქროს შუალედის პოვნა აკრძალვებსა და თავნებობას შორის. „მისცე ყველაფრის უფლება“ და „არ მისცე არაფრის უფლება“ , ორივე ცუდი არჩევანია და მათ შორის საკმაოდ რთულია სწორის შუალედის პოვნა.

თუმცა, ფსიქოლოგები ფიქრობენ, რომ მეორე ვარიანტი გაცილებით უარესია. თუ რატომ, ეს ქვემოთ ჩამოთვლილი გარემოებებით აიხსნებს.
5 მიზეზი, რატომ არის აკრძალვა უარესი:
1. ბავშვებს, რომლებსაც მკაცრი აკრძალვების პირობებში უწევთ ცხოვრება, სკოლებსა და ბაღებში ურთიერთობის პრობლემები ექმნებათ. ზედმეტი აკრძალვა ბავშვს ხელს უშლის, გააცნობიეროს, რომ პიროვნებაა, აქვეითებს მის თვითშეფასებას. აღარ უწევს ანგარიშს საკუთარ სურვილებსა
და გრძნობებს, რაც მოგვიანებით სხვა ადამიანების, მათ შორის, ოჯახის წევრების მიმართ გულგრილობაში აისახება.
2. გამუდმებული აკრძალვა იწვევს ქცევის პრობლემებს. არაერთმა გამოკვლევამ დაადასტურა, რომ ფიზიკური დასჯა და მკაცრი ფსიქოლოგიური ზეწოლა, პრაქტიკულად, უშედეგოა იმისთვის, რომ ბავშვისგან კარგად მოქცევას მივაღწიოთ. რაც მეტს ცდილობენ მშობლები, ბავშვი კარგად მოიქცეს, აკრძალვით თითქოს პირიქით ხდება: ბავშვი ხდება ასოციალური ქცევის, მტრულად და აგრესიულადაა განწყობილი თანატოლების მიმართ, იწყებს ტყუილებს, სხვების ნივთების დაზიანებას, ზოგჯერ მოპარვასაც.
3. როცა მშობლები ძალიან მკაცრები არიან, ყველაფერზე შენიშვნას აძლევენ და ყველა მიზეზს ჩხუბისთვის იყენებენ, ბავშვი მათ ისე აღიქვამს, როგორც საზოგადოება – დიქტატურას. მსოფლიო ისტორიიდან კი ცნობილია, რომ დიქტატურა ყოველთვის იწვევს ამბოხსა და დაუმორჩილებლობას. ასეა ბავშვის შემთხვევაშიც და ეს განსაკუთრებით მოზარდობისას ვლინდება. თუ ხედავთ, რომ
თქვენს აკრძალვებს ბავშვი გამუდმებით არღვევს, რევოლუციას ნუ დაელოდებით და მოლაპარაკებებზე გადადით.
4. როცა ბავშვის ცხოვრებაში ზედმეტად ბევრი „არ შეიძლებაა“, ბავშვი ცხოვრობს შიშით, რომ თუ აკრძალვას დაარღვევს, დაისჯება. მხოლოდ საკუთარ ბედსა და პრობლემებზე იწყებს ფიქრს და საერთოდ არ ითვალისწინებს გარშემომყოფებს. თუ ბავშვს ასეთი დამოკიდებულება შეამჩნიეთ, მიდგომები უნდა შეცვალოთ. ასევე, არ არის საჭირო, ყოველ ცუდ საქციელზე ბოდიშის მოხდა აიძულოთ. ბოდიშში ცუდი არაფერია, მაგრამ მის იძულებას სრულიად საწინააღმდეგო ეფექტი აქვს.
5. მუდმივი აკრძალვების გარემოცვაში მცხოვრები ბავშვები ხშირად ტყუილების თქმას იწყებენ, რათა სასჯელსა და საყვედურებს თავი დააღწიონ. რაც უფრო დიდია შიში, მით უფრო იზრდება ტყუილების მასშტაბებიც. საზღვრები აუცილებელია, თუმცა, კვლევები ადასტურებს, რომ ბავშვები უკეთ იცავენ იმ წესებს, რომელთა შედგენაში თვითონაც იყვნენ ჩართულნი. ამიტომ, იმის იძულებით კეთებას, რაც მშობლებს მისთვის უკეთესი ჰგონიათ, ჯობს, ბავშვსაც ჰკითხონ აზრი და წესები მასთან შეთახმებით დააწესონ.

წყარო: mshoblebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები