როგორ შევუწყოთ ხელი ბავშვს, რომ დამოუკიდებელი და წარმატებული გაიზარდოს? სამწუხაროდ, მშობლის მიერ წაყენებული მოთხოვნები ან სკოლაში მიღებული შეფასებები ბავშვის მოტივაციას ვერ განავითარებს. სამაგიეროდ, პოზიტიურ ემოციებს და მაღალ თვითშეფასებას ნამდვილად შეუძლია ხელი შეუწყოს მოტივაციის ამაღლებას.
ექსპერტები ასახელებენ 5 ძირითად გზას, რათა სხვადასხვა ასაკის ბავშვში მოტივაციის ზრდას მივაღწიოთ:
თავისუფალი დრო მცდელობისა და შეცდომების დაშვებისთვის, ასევე საკუთარი ძალების შეფასებისთვის ამა თუ იმ საქმიანობაში;
დამოუკიდებლობა ასაკის შესაბამისად. ეს ეხმარება არჩევანის გაკეთებაში და მასზე პასუხისმგებლობის აღებაში, გადადგმული ნაბიჯების შედეგების დანახვაში;
თვითშეფასება. დაბალი თვითშეფასების მქონე ბავშვები თავს არიდებენ ბრძოლას და არ ისწრაფვიან წარმატებისკენ.
დადებითი ემოციები. მხიარულ ბავშვს ბევრი რამ უნდა, ბევრი სურვილი, იდეა და კარგად განვითარებული ფანტაზია აქვს;
ზრდასრულთა ღირებულების სისტემაში ინტეგრაცია. ბავშვი არ უნდა იყოს „პროექტი“, რომელსაც წარმატებისთვის ამზადებენ. ის ეტაპობრივად უნდა ინაცვლებდეს მიზნიდან მიზნისკენ და ეს პროცესი ბუნებრივად, ძალდატანების გარეშე უნდა წარიმართოს.
საბოლოოდ, საკუთარი თავის მიმართ პატივისცემით განწყობილი ბავშვი კარგად აცნობიერებს თავის ძლიერ მხარეებს. ეს განცდა და ეგრეთ წოდებული, მაღალი თვითეფექტურობა, გასაღებია იმისა, რომ ადამიანი შემდგომში საკუთარ თავს ადეკვატურ მიზნებს დაუსახავს, ეცდება მათ ასრულებას და იმედგაცრუებული არ დარჩება, თუნდაც დაბრკოლებების წინაშე აღმოჩნდეს. ის მათ აუცილებლად გადალახავს.
წყარო: https://mshoblebi.ge