5 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ნებისმიერ სფეროში გჭირდებათ ამბიციური და პრაქტიკული მიდგომა, მაგრამ ამასთანავე მოკავშირეები კმაყოფილი და მადლიერი იქნებიან თქვენი საქმიანი რჩევებითა და დღევანდელი ურთიერთობებით.

კურო

სასურველია მოერიდოთ ზედმეტ კონტაქტებს და ნუ შეეცდებით ურთიერთობების გარკვევას. დაკავდით რაიმე პოზიტიური საქმიანობით და აუცილებლად მოუხმეთ საჭიროების შემთხვევაში იუმორის გრძნობას.

ტყუპები

მიჰყევით ცხოვრების დინებას და ნუ შეეჭიდებით რთულ საქმეებს, რათა თავიდან აიცილოთ იმედგაცრუება და ამაოდ არ დახარჯოთ დრო და ენერგია სარისკო წამოწყებებში.

კირჩხიბი

დღე კარგად ჩაივლის თუ შეძლებთ კომპრომისს და ნაკლებ მოთხოვნებს წაუყენებთ კოლეგებსა და ახლობლებს. მოთმინებით და დელიკატურად მოქმედებით წარმატებით მოახდენთ ჩანაფიქრის რეალიზებას.

ლომი

მოსალოდნელია სიახლეები, რომელიც შესაძლოა უკავშირდებოდეს ბავშვობის დროინდელ ამბებს, ან შესაძლოა მოულოდნელად შეხვდეთ დიდი ხნის უნახავ ადამიანს, რომელთანაც დიდი ალბათობით ურთიერთობებს განაახლებთ.

ქალწული

დაიწყეთ მხოლოდ ის საქმეები, რომელიც პირველხარისხოვანი და სასწარაფოა, თუმცა რასაც წამოიწყებთ აუცილებლად ბოლომდე მიიყვანეთ და შეცდომებს თავიდან აირიდებთ.

სასწორი

კარგი იქნება თუ დღეს მეტ ყურადღებას დაუთმობთ ნებისმიერ, თუნდაც უმნიშვნელო სახის ინფორმაციას, მოუსმინეთ გარშემომყოფებს და იყავით მეტად გულისხმიერი.

მორიელი

წარმატება გელით მოლაპარაკებებსა და ხელშეკრულებების დადებასთან დაკავშირებით საქმიან შეხვედრებზე, განსაკუთრებით თუ ეს ფინანსურ თემებს, ინვესტიციებს ან ბიუჯეტის დაგეგმვას ეხება.

მშვილდოსანო

შესაძლოა დღეს გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად, თანამოაზრეებთან შეთანხმების გარეშე მიიღოთ, რადგან დარწმუნებული ხართ, რომ ეს ყველასთვის სასიკეთო იქნება, თუმცა ამგვარი ქმედება კონფლიქტსა და გაუგებრობებს გამოიწვევს.

თხის რქა

მნიშვნელოვანია მეტი ყურადღება გამოიჩინოთ თქვენი ახლობელი და ძვირფასი ადამიანების მიმართ, რომლებიც მზრუნველობას მოითხოვენ და მოთმინებით ელოდებიან როდის მოიცლით მათთვის და აღადგენთ ჰარმონიულ ურთიერთობებს.

მერწყული

შესაძლოა რაიმე უჩვეულო მოვლენის მოწმე გახდეთ და ამავე დროს გაგიჭირდეთ სინამდვილედ მიიღოთ ყოველივე. რთული იქნება მატერიალური სამყაროს, რაციონალურ ჭრილში მოქმედება.

თევზები

იარეთ გამოცდილი და კონსერვატიული გზებით, როგორც საქმიან სფეროსთან მიმართებაში, ასევე პირად ცხოვრებასა და სხვა ურთიერთობებში. იმოქმედეთ ფრთხილად და გათვლილი ნაბიჯებით.

კომენტარები

სხვა სიახლეები