5 წლის ბიჭი მე-19 სართულის აივანზე ეკიდა (ვიდეო)

116
SHARE

ჩინეთში, 5 წლის ბიჭუნა 20 წუთის განმავლობაში მე-19 სართულის აივანზე ჩამოკიდებული იყო, სანამ ის გამვლელმა არ შენიშნა. ბავშვი ბებიასთან იყო სტუმრად. როდესაც ბიჭუნას ჩაეძინა, ბებიამ ცეკვის გაკვეთილზე ჩასვლა გადაწყვიტა და ის მარტო დატოვა.
ბავშვს გაეღვიძა და ბებიის მოსაძებნად აივანზე გავიდა. მან აივნის ჯებირებზე გადაძვრა და ვარდნისას ერთი სართულით ქვემოთ ჩამოეკიდა.

გამვლელმა, რომელმაც ჩამოკიდებული ბავშვი შენიშნა, საცხოვრებელი სახლის დაცვის თანამშრომლებს დაუძახა საშველად. მათ ბინის კარი ჩაამტვრიეს და ბავშვი თვითმხილველების აპლოდისმენტების თანხლებით გადაარჩინეს.

„ბებია ამ შენობის პირველ სართულზე ცეკვავდა, სახლში არავინ იყო. კარი ჩაკეტილი იყო, ამიტომ ვცდილობდი აივნიდან გადავსულიყავი, რომ ის მეპოვნა”, – ამბობს გადარჩენილი ბიჭუნა.

„საერთოდ დილის ათ საათამდე ძინავს ხოლმე. იმ დღეს უფრო ადრე გაეღვიძა და ვუთხარი საწოლში დაბრუნებულიყო, ხოლო როცა ადგებოდა, ქვემოთ ჩამოსულიყო. საერთოდ თვითონ მშვიდად ჩამოდის ხოლმე ეზოში და ამ შემთხვევაში, არც კი ვიცი რატომ, აივანზე გასვლა გადაწყვიტა“, – ამბობს გადარჩენილი ბიჭის ბებია.

FB კომენტარები

კომენტარი