5 შეცდომა, რომელსაც ფულის შეგროვებისას ვუშვებთ ანუ რატომ ვერ ვაგროვებთ ფულს

91
SHARE

ფულის დაგროვება საკმაოდ რთული საქმეა და დიდ ძალისხმევასა და დისციპლინას მოითხოვს. მაგრამ მაშინაც კი, როცა გადაწყვეტთ დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ ამ მიზანს, მაინც შეიძლება დაუშვათ საბედისწერო შეცდომა. ამ სტატიაში გაეცნობით ფულის დაგროვების სხვადასხვა სტრატეგიებსა და შეცდომებს, რომლებიც გამოუცდელობის გამო შეიძლება დაუშვათ. სტატია აგებულია პროფესიონალთა აზრის გათვალისწინებით.

1. მთელ ფულს ინახავთ ერთ საბანკო ანგარიშზე.

ეს არის ფულის დაგროვების პირველი სტრატეგია. თუ თქვენ თანხას ინახავთ ერთ შეგროვებად ანგარიშზე, შეიძლება შეცდომაში შეხვიდეთ და გეგონოთ, რომ ფული ყველა დაგეგმილი საქმისთვის გეყოფათ. ცხადია თუ აგროვებთ მხოლოდ ერთი კონკრეტული რამისთვის – ავტომობილის შესაძენად, სახლის ასაშენებლად და ა.შ. – მაშინ ამგვარი შეცდომის დაშვების ალბათობა თითქმის არ არის. მაგრამ რა იქნება თუ რამდენიმე მიზნისთვის აგროვებთ? მაგალითად, სახლისთვის, დასასვენებლად წასასვლელად და შვილის
განათლებისთვის?

თუ მთელი თანხა ერთ ანგარიშზე დევს, ძალიან გაგიძნელდებათ სხვადასხვა მხარისკენ პროგრესის შეფასება. სპეციალისტები გვირჩევენ, თუ თანხას რამდენიმე მიზნისთვის ვაგროვებთ, გავხსნათ სხვადასხვა ანგარიში. ასე შეძლებთ უკეთ დასახოთ პრიორიტეტები და აკონტროლოთ სიტუაცია.

2. უარს ამბობთ სიამოვნებაზე.

ისეთი მონდომებით აგროვებთ ფულს, რომ საკუთარ თავს თუნდაც კინოში წასვლისა თუ საყვარელ კაფეში შესვლის უფლებასაც არ აძლევთ. მაგრამ სწორია კი ეს? არ არის საჭირო ასეთი კატეგორიულობა. ამგვარი პატარ-პატარა სიამოვნებები და გართობები ყველაზე კარგად გვეხმარება სტრესისგან თავის დაღწევაში, უკეთეს ხასიათზე გვაყენებს და ჩვენს მორალურ ჯანმრთელობას უზრუნველყოფს. ასე რომ, დაფიქრდით, ღირს კი ასეთი სიმკაცრე? ხომ არ ჯობია რაღაც მცირედის უფლება მაინც მისცეთ საკუთარ თავს?

3. გადადებთ მეტ თანხას, როცა ამის შესაძლებლობა გაქვთ.

ზოგი ადამიანი თანხას აგროვებს არა თანდათანობით, არამედ ურჩევნიათ ერთბაშად დიდი თანხა გადადონ, როცა ამის საშუალება ექმნებათ. ამ სტრატეგიის დროს ხშირად თანხის გადადების შემდეგ ადამიანს უჩნდება ზედმეტობისა და დანაშაულის შეგრძნება. ეს უკანასკნელი გრძნობა მაშინ იჩენს თავს, როცა საკუთარი შეგროვებული თანხიდან ფულის აღება უწევთ. ამ ქმედებას ისეთი იმედგაცრუების მოტანა შეუძლია, რომ ადამიანს შეიძლება საერთოდ დაეკარგოს ფულის შეგროვების სურვილი. უმჯობესი იქნება, თუ დაისახავთ თანხის შეფროვებისათვის მიზანს და სწორად მიჰყვებით მას. განსაზღვრეთ ფულის კონკრეტული რაოდენობა, რომლის გადადებაც ყოველთვიურად შეგიძლიათ. თუ გადაწყვეტთ, რომ ამ თანხის გაზრდა შეგიძლიათ ისე, რომ ეს არ დააზარალებს თქვენი ყოველდღიური ცხოვრების დონეს- მაშინ გაზარდეთ იგი. მთავარია, შეინარჩუნეთ სტაბილურობა და თანმიმდევრობა.

4. გადადებთ ხოლმე იმდენს, რამდენიც გრჩებათ.

თვის ბოლოს გადაიხადეთ ყველა გადასახადი, გარკვეული თანხა გართობაზეც დახარჯეთ და რაც დაგრჩათ – გადადეთ. მაგრამ ამ შემთხვევაშიც შეიძლება გაგიჩნდეთ სურვილი “გამოიტაცოთ” საკუთარი გადანახული თანხიდან ფული, რადგან დარწმუნებული ხართ, რომ მაინც ბევრი გაქვთ შეგროვებული. დაიმახსოვრეთ, რომ გადასახადების გადახდის შემდეგ ფული პირველ რიგში თქვენს პირად დაგროვებად ანგარიშზე უნდა დადოთ. ეს უნდა იქცეს თქვენს რეგულარულ, აუცილებელ ხარჯად. ამისათვის კარგი საშუალებაა საბანკო ბარათიდან ფულის შეგროვებად ანგარიშზე ავტომატური გადარიცხვის ფუნქცია. თუ ასე მოიქცევით და მცირე ხნით უბრალოდ დაივიწყებთ, რომ ფულს აგროვებთ, რამდენიმე თვის შემდეგ ანგარიშზე შეგროვებული თანხა სასიამოვნოდ გაგაოცებთ.

5. მთელი თანხა გადაგაქვთ პლასტიკურ ბარათზე.

ცხადია, პლასტიკური ბარათი მოსახერხებელია, მაგრამ მასზე არსებული ფულის დახარჯვის რისკი ძალიან დიდია. უფრო მეტიც, შეიძლება საკმაოდ დიდი თანხა გადაიხადოთ არც თუ ისე საჭირო, მაგრამ იმ წუთისთვის სასურველ ნივთში – ამისათვის ხომ საკმარისია უბრალოდ ბარათის ტერმინალში გარება და კოდის შეყვანა. უმჯობესია, გახსნათ ბანკში დეპოზიტი გარკვეული დროით. ასე უკეთ გაუმკლავდებით შეგროვებული თანხის დახარჯვის ცდუნებას. ხოლო თუ ეს უკანასკნელი მაინც გაგიჩნდათ, სანამ ბანკში მიხვალთ, დრო გექნებათ დაფიქრდეთ, ნამდვლად გჭირდებათ თუ არა ეს შენაძენი.

წყარო:http://intermedia.ge

FB კომენტარები

კომენტარი