5 ყველაზე სკანდალური ქართველი წყვილი (ფოტოკოლაჟი)

809
SHARE

სელებრითების ცხოვრება ფილმივითაა, მათთვის არ არსებობს საიდუმლოებები და დაბურული მინები. ყველა ინტერესდება ცნობილი ადამიანებით და განსაკუთრებით – წყვილებით. ბუნებრივია, ერთი ცნობილი საინტერესოა, ორი ცნობილი – ნამდვილი სკანდალი.
სტატიაში განვიხილეთ ტოპ 5 ყველაზე სკანდალური წყვილი, ქართველ ცნობილ წყვილებს შორის.
თინა მახარაძისა და დიმუ მენაბდის თამამი ფოტოები დიდ აღშფოთებას იწვევს ხალხში.

 წყვილის ინტიმური სურათები დიდი განხილვისა და მითქმა-მოთქმის ობიექტია. თინა და დიმუ ერთმანეთს სოციალურ ქსელში საჯაროდ ესიყვარულებიან, ასევე დიდ ყურადღებას იქცევენ ფეისბუქზე კომენტარებში ბილწსიტყვაობით. “შენზე ვყ*ევდები ჩემო განსაკუთრებულო” წერს დიმუ.

არანაკლებ სკანდალურია გუკა რჩეულიშვილისა და ლელა კილაძის ურთიერთობა.
ამბობდნენ, რომ ლელა თბილისის მერს, გუკას გამო დაშორდა, ჭორი ოფიციალურად უარყო ორივე მხარემ.
ინფორმაციის სიცრუეს დამაჯერებლობა შემატა ლელას ცრემლებმა მეუღლის დაჭერის დროს. მაგრამ, ის იყო თითქმის ყველა დარწმუნდა, რომ ეს უბრალოდ ჭორი იყო, რომ ციხეში მყოფმა გიგი უგულავამ ფეისბუქზე სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც მეუღლესთან დაშორებაზე საუბრობდა.

ერეკლე კოდუას შეყვარებული კატიკა დიდა უკრაინელი წარმოშობის გოგონაა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ევროპაში ცხოვრობს. კატიკა გახდა ნანუკასა და ერეკლეს ოჯახის
დანგრევის მიზეზი.

“მივხვდით, რომ ერთმანეთის თანამებრძოლებად და მეგობრებად ჩამოვყალიბდით. ორივემ აღმოვაჩინეთ, რომ ერთმანეთისთვის ძმაკაცები ვართ. ” – თქვა ნანუკა ჟორჟოლიანმა ერთ-ერთ ინტერვიუში, ერეკლესთან დაშორების შემდეგ.
კატიკა დიდა ერეკლეზე 19 წლით უმცროსია, რამაც საზოგადოების ერთი ნაწილის უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.

განაგრძეთ კითხვა:https://reitingi.ambebi.ge

Comments

comments