5 ქალური ნაკლი, რაც მამაკაცებს ძალიან მოსწონთ

71
SHARE

ქალებს, რომლებიც საუკეთესო ცოლის სახელის დამსახურებას ცდილობენ, ხშირად ავიწყდებათ, რომ უნაკლო არავინაა. მზესაც კი ლაქა აქვს, თუმცა ამის გამო მისი მცხუნვარება არ კლებულობს. ბევრი თვისება, რომლებსაც ქალები თავიანთ ნაკლად თვლიან, სინამდვილეში ქმრებს ძალიან მოსწონთ. უფრო სწორად, ამ თვისებებით ქალი უფრო მომხიბვლელი ეჩვენებათ. ნაკლის გამოსწორებაზე ფიქრს, ჯობია მოდუნდეთ და ისწავლოთ ამ წვრილმანი “ცოდვებით” თავის განებივრება.

გონივრული სიზარმაცე
ტახტზე წამოკოტრიალებული ქმარი ტელევიზორის პულტით ხელში, რომელიც დაგვა-დასუფთავებით დაკავებულ ცოლს ეძახის, ცოტა გაიწიე, ნუ მეფარებიო. ეს ძალიან ნაცნობი სცენაა. იქნებ ამ დროს სცადოთ და ტელევიზორის წინ, ქმრის გვერდით თქვენც მოკალათდეთ. თუნდაც ნახევარი საათით. ამის გამო თქვენს სახლს მტვერი არ წაიღებს, სამაგიეროდ უფრო ასიამოვნებთ ქმარს და მის თვალში ქალური მომხიბვლელობის კიდევ ერთ “ქულას” შეიძენთ.

ცოტა მოუწესრიგებელი
ქალი აკურატული იყოს – ამას ბავშვობიდან გვინერგავენ. მედიასაშუალებებით გაპიარებული ლამაზმანები შთაგვაგონებენ, რომ შინაურ ატმოსფეროშიც კი იდეალურად უნდა გამოვიყურებოდეთ. სხვათა შორის, ხშირად ეს იდეალურობა იწვევს გაუცხოებას ცოლსა და ქმარს შორის. ცოლი, რომელიც სახლში სადად და ბუნებრივად გამოიყურება, მამაკაცს უფრო ეროტიკულად ეჩვენება.

ქარაფშუტობა
გვგონია, რომ კარგი დედა, კარგი დიასახლისი, კარგი მეუღლე მაინცდამაინც მკაცრი და სერიოზული ქალია. ყოველდღიური პრობლემები, ფინანსური საკითხების გადაწყვეტა, ყოფითი მანიპულაციები ქალისგან ყურადღების კონცენტრაციას და პრობლემების სისტემატიზაციას მოითხოვს. რაც კაცები აღარ იპარებიან ქალის ოთახში ფანჯრიდან, მას მერე შეწყვიტეს ქალებმა თავიანთი ჩერჩეტული სიცელქეები. ზედმეტი სერიოზულობა ცოლს მკაცრ მასწავლებლად აქცევს, ერთობლივი “სისულელეები” კი ცოლ-ქმარს ნორჩ შეყვარებულებად აგრძნობინებს თავს. ზუსტად ასეთი ქალებისკენ მიისწრაფვიან მამაკაცები, მათ შორის ცოლიანებიც.

კარგი მადა
ზედმეტი დიეტით დატანჯული ქალი მამაკაცის იდეალი ნამდვილად არ არის. მაგრამ არაფერი ისე არ აახლოებს წყვილს, როგორც ერთობლივი გემრიელი სმა-ჭამა, ან მისი ორგანიზება.

ტანის ოდნავი სისრულე
ჰოლივუდის ტანი კარგია, მაგრამ კაცს ცოლი ეკრანისთვის კი არა, უფრო ყოფითი ურთიერთობებისთვის უნდა. ზომიერად ფერ-ხორციანი ქალი ქმარსაც მოსწონს და სხვა მამაკაცებსაც.

კანის გაურუჯავი ნაწილები
ბევრი ქალი დარდობს იმაზე, რომ მთელ ტანზე გარუჯვას ვერ ახერხებს. პლაჟზე, როგორც წესი, დედები ბავშვების დევნას უნდებიან. ტანსაცმლის კვალი კი ცუდად რჩება ნამზეურ კანზე. ქმრებს კი მოსწონთ ეს “განსხვავებები” სხეულის გარუჯულსა და თეთრ უბნებს შორის და საკმაოდ სექსუალურად ეჩვენებათ. ეს კი რამდენიმეწლიანი ქორწინების შემდეგ მნიშვნელოვანი ფაქტორია.

 

წყარო

FB კომენტარები

კომენტარი