5 პროდუქტი, რომელიც უნდა მიირთვათ იდეალური ნამზეურისთვის

140
SHARE

პლაჟის სეზონი დაიწყო და მზის აბაზანების მისაღებად ბევრი გაეშურა. ბუნებრივი, ლამაზი ნამზეური, არაგადამეტებული და ზომიერ პერიოდებში (დილის 11 საათამდე და საღამოს 5-6 საათიდან) მიღებული, მართლაც კარგი სანახავია და ჯანმრთელ იერსაც გვანიჭებს. თურმე, კარგი ნამზეურის მისაღებად და იმისთვის, რომ მზის სხივებმა მხოლოდ სარგებელი მოგვიტანონ, მზისგან დამცავი კრემის გარდა სხვა წესებიც უნდა დავიცვათ.
გარდა იმისა, რომ არ უნდა გახვიდეთ მზეზე დღის 12 საათიდან 5-6 საათამდე, ასევე უნდა იკვებოთ სათანადოდ ზღვაზე წასვლამდე და მზეზე გარუჯვის პერიოდებშიც. იმისთვის, რომ კანმა კარგად მიიღოს ნამზეური, ორგანიზმიც

მაშ ასე, 5 საუკეთესო პროდუქტი იდეალური რუჯისთვის:
1. წყალი. მზისა და მაღალი ტემპერატურის გამო ორგანიზმი ბევრ სითხეს კარგავს, რაც კანის სიმშრალესა და მოშვებას იწვევს. ბუნებრივია, გაუწყლოების დროს კარგ რუჯზეც ლაპარაკი ზედმეტია. რაც შეიძლება მეტი წყალი სვით, არა გაზიანი, არამედ სუფთა წყალი.
2. მანგო. ეს პროდუქტი რეკორდსმენია A ვიტამინის შემცველობით და კარგ რუჯს უზრუნველყოფს – A ვიტამინი ხომ მელანინის გამომუშავებას ზრდის.
3. ატამი. ატამივით კანი – კარგად ჟღერს, არა? თანაბარი რუჯი რომ გქონდეთ, ეს პროდუქტიც ხშირად უნდა მიიღოთ – ზღვაზე წასვლამდე და ზღვაზე ყოფნის პერიოდშიც. თანაც, მასში ბევრი სითხეა.
4. სტაფილოს წვენი. ზღვაზე წასვლამდე ორი კვირით ადრე თუ დაიწყებთ დღეში 1-2 ჭიქა სტაფილოს წვენის დალევას, საუკეთესო შედეგს მიიღებთ. ოღონდ, ერთი წესია – ერთი ჩაის კოვზი ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთი უნდა დაუმატოთ.
5. ბანანი. ეს პროდუქტი მდიდარია ტრეპტოფანითა და კალციუმით და გარუჯვის პროცესს აჩქარებს. მსგავსი ნივთიერებებია ფინიკში, არაქისსა და ყავისფერ ბრინჯში.

თუ პირიქით, არ გინდათ ნამზეურის მიღება და კანი გსურთ დაიცვათ, მიიღეთ ბევრი ციტრუსი და კომბოსტო – მათში ბევრი ანტიოქსიდანტია, რომლებიც კანის დაბერებას ანელებენ.

წყარო: http://www.mshoblebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი