5 პოზიტიური ეფექტი, რომელსაც 24 ოქტომბრის სავსე მთვარე ჩვენზე მოახდენს

689
SHARE

ასტროლოგები ამბობენ, რომ მთვარე დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე. განსაკუთრებული ეფექტი კი, სავსე მთვარეს აქვს. არსებობს სტრეოტიპი იმის შესახებ, რომ სავსემთვარეობის დროს ყოველთვის რაღაც ცუდი ხდება. რეალურად, ეს ასე არ არის. მიიჩნევენ, რომ როცა ადამიანი კონცენტრირებულია ცუდზე, როცა მხოლოდ ცუდზე ფიქრობს, ხდება კიდეც არასასიამოვნო მოვლენები, ამიტომაც უმნიშვნელოვაანესია, რომ პოზიტივზე ფოკუსირდეთ.
24 ოქტომბერს სავსემთვარეობა გველის. ასტროლოგები გვირჩევენ, რომ ვიფიქროთ მხოლოდ კარგზე, სასიამოვნო მოლოდინები შევიქმნათ. ისინი გამოყოფენ იმ 5 მთავარ პოზიტიურ ეფექტს, რომელსაც სავსე მთვარე ჩვენს ცხოვრებაზე მოახდენს.

1. იქნებით უფრო შემოქმედებითები – საუკეთესო დროა იმისთვის, რომ სწორედ ამ დროს დაიწყოთ ის საქმე, რომელიც თქვენგან განსაკუთრებულ კრეატიულობას მოითხოვს. დაგეგმეთ საქმე, რომლის განხორციელებაც დიდი ხანია გინდათ. სავსე მთვარე დადებით ეფექტს მოახდენს და აუცილებლად წარმატებულები იქნებით. გაგიჩნდებათ უამრავი საინტერესო და რაც მთავარია, წარმატების მომტანი იდეა.

 2. სავსე მთვარის დროს შეძლებთ შფოთვის დამარცხებას – იგრძნობთ სიმშვიდეს, განიტვირთებით და სტრესი, შფოთვა სადღაც გაქრება. კარგი იქნება, თუ სავსემთვარეობის დროს დაკავდებით მედიტაციით.

 3. გაჩნდება ახალი შესაძლებლობები – იყავით ყურადღებით და დაინახეთ ის შესაძლებლობები, რომლებსაც სამყარო შემოგთავაზებთ. ეს აუცილებლად მოხდება სავსემთვარეობის დროს. გამოიყენეთ შესაძლებლობა – ის წარმატების მომტანი იქნება.

 4. სავსე მთვარე მოგიტანთ ბედნიერების განცდას – ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ სავსე მთვარეობის დროს ადამიანები პოულობენ ბედნიერებას. ცხოვრებაში ბედნიერების განცდა შემოდის. მოხდება რაღაც ისეთი, რაც საოცრად კარგ განწყობაზე დაგაყენებთ..

5. სავსე მთვარის ენერგია დაგეხმარებათ, რომ დაინახოთ თქვენი ცუდი ჩვევები და მიხვდეთ, რომ დროა, უარი თქვათ მათზე – გექნებათ უფრო ნათელი გონება და მიიღებთ მავნე ჩვევების თავიდან მოშორების გადაწყვეტილებას. მაგალითად, შესაძლოა, უარი თქვათ თამბაქოს მოწევაზე და ამ გადაწყვეტილებას მარტივად მიიღებთ. იქნებით უფრო რაციონალურები. სამყარო დადებით ენერგიას გამოგიგზავნით.

წყარო:https://trend.ge

Comments

comments