5 მიზეზი, რატომ ვერ იტანენ პორნოვარსკვლავები “გრეის 50 ჩრდილს ” – ვიდეო

166
SHARE

პორნოვარსკვლავები მოყვნენ, რატომ ვერ იტანენ ფილმს “გრეის 50 ჩრდილი”. ვიდეორგოლი შიშველი გოგონების მონაწილეობით ამერიკულ საიტ Funny or die-ზე წმინდა ვალენტინის დღეს გამოქვეყნდა.
ინტერვიუში მსახიობებმა – ნადია სთაილზმა, მერსედეს კარერამ და ნინა ელიმ დაასახელეს 5 მიზეზი, თუ რატომ არ მოსწონთ ე.ლ ჯეიმსის წიგნის მიხედვით გადაღებული სურათი. “პირველი მიზეზი ბანალურია: დომინანტი მამაკაცით და მორჩილი ქალით.
მოსაწყენია. ეს პორნოს ყველაზე ღარიბი ჟანრია. მიზეზი მეორე: კინოს ბილეთები ძვირი ღირს. რატომ უნდა გადაიხადოთ ასე ბევრი იმისთვის, რომ სექსის სუბლიმაცია ნახოთ, თუ ნამდვილი პორნოს ნახვა ონლაინში სრულიან უფასოდ შეიძლება?”- წუხან გოგონები.
პორნოვარსკვლავები პროზის და, შესაბამისად, სცენარის დაბალ ლიტერატურულ დონეს აღნიშნავენ. მას ამაზრზენს უწოდებენ და პორნოინდუსტრიისთვის შეურაცხყოფად თვლიან.
სურათი ბრიტანელი მწერლის ე.ლ ჯეიმსის იმავე სახელწოდების რომანზეა დაფუძნებული. რომანის ეკრანიზაცია ეროტიკული ვიდეოს დაახლოებით 20 წუთს შეიცავს.

FB კომენტარები

კომენტარი