5 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

71
SHARE

ვერძი
კონკურენტები თქვენთვის საქმეების გაფუჭებას შეეცდებიან, მაგრამ მოერიდეთ კონფლიქტს და უსიამოვნებები დიპლომატიურად მოაგვარეთ. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ, გამოიძინეთ.

კურო
სტრესული დღეა და მაქსიმალურად უნდა მოთოკოთ ემოციები; არ წამოეგოთ პროვოკაციებს. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია მცირე უსიამოვნება ან გაურკვევლობა.

ტყუპი
მუშაობისას მოთმინება და ყურადღება გმართებთ. საღამოს სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ ან სპორტდარბაზში შეიარეთ.

კირჩხიბი
სამსახურში მოსალოდნელია პრობლემები, მაგრამ მოერიდეთ კონფლიქტს კოლეგებთან. სამუშაო მოგემატებათ. საქმეების გამო საყვარელი ადამიანები ყურადღების გარეშე დაგრჩებათ. საღამოს განმარტოვდით და დაისვენეთ.

ლომი
ყველაფერს გულთან ახლოს ნუ მიიტანთ. მოსალოდნელია ჭორები და ინტრიგები. პირად ცხოვრებაში სრული იდილია გელით.

ქალწული
აკონტროლეთ ემოციები და მოერიდეთ დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმას. გამონახეთ დრო შემოქმედებითი საქმიანობისთვის, დაესწარით კულტურულ ღონისძიებებს, რაც მოგიხსნით დაძაბულობას.

სასწორი
აქტიური დასვენების, სპორტისა და შემოქმედების დღეა. აღადგინეთ გაწყვეტილი ურთიერთობები. მოერიდეთ საყიდლებს. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან.

მორიელი
არ იზარმაცოთ და რისკის ნუ შეგეშინდებათ. ყველაზე ამბიციური იდეების განხორციელების დრო დაგიდგათ. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ, გაუმხილეთ სამომავლო გეგმები.

მშვილდოსანი
კარგი დღეა კონტაქტების გასაუმჯობესებლად. მუშაობისას მეტად გამოიჩინეთ ინიციატივა. ფინანსური საკითხების მოგვარებისას მაქსიმალური ყურადღება გმართებთ.

თხის რქა
ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს. მნიშვნელოვანი საკითხები საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან ერთად განიხილეთ. საღამოს არ გამოაკლდეთ წვეულებას. შეიძლება ვახშამზე ან თეატრში დაგპატიჟონ.

მერწყული
დღეს ყველა ეცდება თქვენთვის ჭკუის დარიგებას. მაქსიმალურად მოითმინეთ და არ გაიფუჭოთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. დაღლილობის მოსახსნელად საღამოს კარგია სპორტდარბაზში ვარჯიში ან სუფთა ჰაერზე სირბილი.

თევზები
მოერიდეთ დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღებას. მაქსიმალურად გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. პირად ცხოვრებაში ცვლილებები გელით. სასიყვარულო პარტნიორი ურთიერთობის დაკანონებას შემოგთავაზებთ.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი