5 კითხვა, რომელიც “კლავს”

131
SHARE

ასე თუ ისე სტანდარტული კითხვები, რომლებიც ჯობს არასოდეს დასვათ 🙂

5 წლის ასაკში:

კითხვა -დედა უფრო გიყვარს თუ მამა?

პასუხი -დედა… არა მამა… არა ორივე…

[ნუ, რას ერჩით თითისტოლა ბავშვს?!]

10 წლის ასაკში:

კითხვა -არ გინდა და ან ძმა?

პასუხი: კი, მაგრამ…

[რომც უნდოდეს რა ქნას?!]

15 წლის ასაკში:

კითხვა -რა გინდა რომ გამოხვიდე?

პასუხი -ჯერ არ ვიცი!

[არ იცის იმიტომ რომ რაიმე პრაკტიკული უნდა, თან საინტერესო და მაღალანაზღაურებადი… აცადეთ ცოტა კიდევ იოცნებოს]

20 წლის ასაკში:

კითხვა -მუშაობა ხომ არ დაგიწყია?

პასუხი -ნუ, ჯერ სტაჟიორი ვარ…

[უკეთეს შემთხვევაში აიყვანენ ამ სამსახურში თუ არადა სამუშაო გამოცდილება მაინც ექნება]

25 წლის ასაკში:

კითხვა -როდის თხოვდები? [ან უკეთესი -რატომ არ თხოვდები???]

პასუხი -?!… [აქ საუკეთესო პასუხი იქნებოდა ”რა შენი საქმეა” მაგრამ… მე ღიმილიანი დუმილით ვიფარგლები]

სავარაუდოდ 30 წლის ასაკში:

კითხვა -შვილს რატომ არ აჩენ???

და პასუხი: შეეე მეეეშ ვიიით!!!

პ.ს. როგორც ფრიდრიხ ნიცშემ თქვა: რაც არ კლავს აძლიერებს

FB კომენტარები

კომენტარი