5 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

309
SHARE

ვერძი
მშვიდი დღე გელით; ფიზიკური გადაღლილობისა და სტრესის გარეშე. კოლეგებს თქვენი უსიტყვოდ ესმით. საყვარელი ადამიანი რომანტიკული და მზრუნველია.

კურო
კოლეგები და უფროსი ელოდებიან, რომ სამსახურის საქმეებს საუკეთესოდ შეასრულებთ. ოჯახის წევრები უთქვენოდ გადაწყვეტილბას ვერ მიიღებენ. საღამოს ახლობლებს უმასპინძლეთ.

ტყუპი
დღეს მეტად დაკვირვებული უნდა იყოთ, განსაკუთრებით წვრილმანებისადმი. ეს გაფრთხილება ყველა სფეროს ეხება. საყვარელი ადამიანის ქცევასა და სიტყვებსაც უნდა მიაქციოთ ყურადღება.

კირჩხიბი
თუ გარშემო მყოფებთან ურთიერთობის დაძაბვა არ გსურთ, აკონტროლეთ ქცევა და გამონათქვამები. აგრესიულ ადამიანებსაც კი სჭირდებათ მოფერება და ტკბილი სიტყვა. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

ლომი
გარშემო მყოფებიც შეიძლება ცდებოდნენ. აკეთეთ თქვენი საქმე და ნაკლები ყურადღება მიაქციეთ კოლეგებისა და ახლობლების მოსაზრებებს. საყვარელი ადამიანის დახმარების იმედი გქონდეთ.

ქალწული
საინტერესო მოვლენებით დატვირთული დღე გელით. მოსალოდნელია შეხვედრები და ნაცნობობა. საღამოს სიურპრიზები გელით, შორეული ნათესავებიც კი ეცდებიან თქვენს გაბედნიერებას.

სასწორი
ვარსკვლავები სიურპრიზს გიმზადებენ და უარი არ თქვათ. გაგიუმჯობესდებათ პირადი ცხოვრება, საინტერესო საქმიან შემოთავაზებას მიიღებთ. საღამო მხიარულად და საინტერესოდ ჩაივლის.

მორიელი
დღეს ლიდერი უნდა იყოთ, სახლშიც და სამსახურშიც, მაგრამ გარშემო მყოფებთან ურთიერთობა არ გაიფუჭოთ. გადაანაწილეთ ვალდებულებები. საყვარელ ადამიანს ყურადღებას ნუ მოაკლებთ.

მშვილდოსანი
მეტი ყურადღება მიაქციეთ დღევანდელ მოვლენებს, დღეს მიღებულ ინფორმაციებს. იყავით კეთილგანწყობილი გარშემო მყოფების მიმართ. საღამოს ან სტუმრებს უმასპინძლეთ ან მეგობრებს მიაკითხეთ.

თხის რქა
მიზანმიმართული და აქტიური ხართ. თქვენი მონდომება შეუმჩნეველი არ დარჩება. გავლენიანი მფარველი გამოგიჩნდებათ. პირადი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად თავად უნდა იზრუნოთ.

მერწყული
ნაკლები ყურადღება მიაქციეთ გარშემო მყოფების აზრს. ისეთი მაინც ვერ გახდებით, რომ ყველას მოაწონოთ თავი. თავად უნდა იყოთ საკუთარი თავით კმაყოფილი. საყვარელ ადამიანს ღიმილისა და მზრუნველობის გარეშე ნუ დატოვებთ.

თევზები
საქმეებითა და ვალდებულებებით ისე ნუ გაერთობით, რომ დასვენება დაივიწყოთ. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. საღამოს ნათესავებს უმასპინძლეთ.

FB კომენტარები

კომენტარი