5 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

1480
SHARE

ვერძი
ამ დღეს შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენას შეძლებთ. დაიკმაყოფილებთ სურვილებს. თქვენი ნიჭიერი ნატურა საკუთარ თავზე განაცხადს გააკეთებს. ვარსკვლავები გკარნახობენ, რომ ამ დღეს იქნებით აქტიური, გელოდებათ პაემანი, შეხვედრები და მოლაპარაკებები. თუმცა, დღის მეორე ნახევარში უკანონო ქმედებები გაცდუნებთ, რაც აუცილებლად გამოიწვევს უსიამოვნებებს.

კურო
ამ დღეს ნათელი შთაბეჭდილებები არ გელოდებათ. დატვირთული პერიოდი თქვენთვის მხოლოდ ახლა იწყება, ნერვიულობითა და ძლიერი ემოციებით. შესაძლოა, ღირებულებები გადააფასოთ. მოემზადეთ ცვლილებებისთვის.

ტყუპები
ვარსკვლავები გირჩევენ, ეს პერიოდი შეხვედრებისა და მოგზაურობისთვის გამოიყენოთ. თქვენ ხართ გახსნილი, საინტერესო მოსაუბრე და ნებისმიერ ადამიანს შეგიძლიათ, შეუქმნათ სასიამოვნო განწყობა. დაუსვით წერტილი უსიამოვნო ოჯახურ პრობლემებს და წარსულ საქმეებს.

კირჩხიბი
ეს დღე შესანიშნავია საკუთარ თავზე, სხეულსა და სულზე სამუშაოდ. დიეტები წარმოუდგენელ შედეგს მოგიტანთ. მხოლოდ არ გადააჭარბოთ ექსპრესმეთოდებს დევიზით: „მინუს ათი კილოგრამი კვირაში!“ ამგვარი ექსპერიმენტები ცუდად მთავრდება. აირჩიეთ დაბალანსებული დიეტა: ფიგურასაც მოიწესრიგებთ და ორგანიზმის ყველა სისტემას ფორმაში მოიყვანთ. მორწმუნე კირჩხიბებისთვის სხეულსა და სულზე ზრუნვის მიზნით მარხვის შენახვაც საკმარისია.

ლომი
ნაზი ემოციური იმპულსები და ოცნებები ცუდად განხორციელდება. განსაკუთრებით რთული პერიოდი ელოდებათ შეყვარებულ ლომებს – თქვენი ღირებულებები და აზროვნება გარშემომყოფების შეხედულებებს არ დაემთხვევა. ნუ მიაქცევთ ყურადღებას მათ რეაქციებს – ეს არაფერია ჭეშმარიტ თავისუფლებასთან შედარებით, რომელსაც ამ დღეს ნამდვილად შეიგრძნობთ თქვენი უმაღლესი განწყობით.

ქალწული
ცოლქმრული ცხოვრება ძალიან სერიოზული და საპასუხისმგებლო ნაბიჯია თქვენთვის. ამიტომ ამ ამპლუაში ცხოვრებას არ იჩქარებთ. თქვენ არ მიეკუთვნებით იმ ადამიანების რიცხვს, რომელთათვისაც ლირიკა და რომანტიკა უმნიშვნელოვანესია. უფრო გარდამავალი რომანები გიზიდავთ, ამიტომ აირჩიეთ ცხოვრების თანამგზავრად საიმედო ადამიანი.

სასწორი
თანხის საკმაოდ სოლიდურ ნაწილს წვრილმანების შესაძენად დახარჯავთ. სასიყვარულო თავგადასავლებით დიდად ვერ ისიამოვნებთ. საღამოს საქმიანი პარტნიორებისგან ორაზროვან ინფორმაციას მიიღებთ. მოერიდეთ ექსტრავაგანტურობას. ემოციური და ფიზიკური გადაღლა თქვენს ჯანმრთელობას დააზიანებს.

მორიელი
ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით პროფილაქტიკური ზომების მიღება სასარგებლო იქნება განსაკუთრებით მათთვის, ვისაც რევმატიზმი და თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ. ჩართეთ დილის აერობიკის კომპლექსში სუნთქვითი ვარჯიშები.

მშვილდოსანი
სტაბილური პარტნიორული ურთიერთობის მისაღწევად მცირე ნერვიულობა მოგიწევთ. შესაძლოა, ამ ურთიერთობების განსავითარებლად ახალი გზების ძიებაც დაიწყო, რაც ცვლილებებს გამოიწვევს როგორც თქვენი, ისე გარშემომყოფების ცხოვრებაში. ვარსკვლავები გირჩევენ, იმოქმედოთ. არ დაჯდეთ ერთ ადგილზე იმის ლოდინში, სანამ ბედი თავად შემოგთავაზებთ საკუთარი თავის წარმოჩენის შესაძლებლობას.

თხის რქა
ამ დღეს პოპულარული გახდებით და თქვენი ნაცნობობის წრე გაიზრდება. სამყაროზე საკუთარი შეხედულებები შეგექმნებათ, რომელთაც გარშემომყოფებს გაუზიარებთ. თავად გადაწყვეტთ, რა არის თქვენთვის სწორი და გონივრული. თუკი პრინციპულობის მიზნით ჰარმონიას დაირღვევთ და ურთიერთობებში ცუდი დამოკიდებულებები გექნებათ, შესაძლოა, ფსიქოლოგიურ იზოლაციაში აღმოჩნდეთ. ასე რომ, კარგად დაფიქრდით.

მერწყული
განშორებისთვის მიზეზი პრაქტიკულად არ გექნებათ. ეს დღე წარმატებული აღმოჩნდება ნებისმიერი სახის ქმედებისთვის, ოჯახური ცხოვრების გასაუმჯობესებლად და საცხოვრებელი ადგილის გასაფართოებლად. თუმცა, ნუ გადაღლით საკუთარ თავს რემონტის ან საოჯახო საქმეების შესრულების დროს. მეზობლებთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნეთ.

თევზები
მთვარისა და ნეპტუნის განლაგება თევზების ჯანმრთელობის მდგომარეობას მკვეთრად გააუარესებს, ამიტომ, წინასწარ გაითვალისწინეთ და მიიღეთ საჭირო ზომები. შესაძლოა, ამ დღეს ჭორებიც გაიგოთ. შეეცადეთ, უსიამოვნო ინფორმაციები გულთან ახლოს არ მიიტანოთ.

FB კომენტარები

კომენტარი