49 წლის ქალბატონმა საკუთარი თავი „eBay“-ში გასაყიდად გამოიტანა

ცნობილი ამერიკული ინტერნეტ-აუქციონის „eBay“-ს მომხმარებლები ძალზე გაკვირვებული დარჩნენ როდესაც გაყიდვაში დიდი ბრიტანეთის მკვიდრი ქალბატონი ნახეს. ამ ინფორმაციას „Oxu.az“ სააგენტო „Metro“-ზე დაყრდნობით ავრცელებს. ორი შვილის დედამ, 49 წლის ლოის კერტისმა საკუთარი თავი გაყიდვაში იმ იმედით გამოიტანა, რომ მას 205 ფუნტ სტერლინგად რომელიმე „მკაცრი, ცეცხლოვანი ბერძენი მამაკაცი“ შეიძენდა. გასაყიდი საქონლის აღწერილობაში ქალბატონმა მიუთითა, რომ „არის ნახმარი, მაგრამ ძალიან კარგ მდგომარეობაში იმყოფება“. ასევე კერტისმა აღნიშნა, რომ მას „ლამაზი ძარა და იუმორის გრძნობა გააჩნია“. ქალბატონმა ასევე აღნიშნა, რომ საქონელი „უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება“.
მხიარულმა ბრიტანელმა ინტერნეტ-აუქციონზე „გაყიდვა“ ბერძენი ახლობლის რჩევით გადაწყვიტა. სასურველი ქვეყნიდან კერტისმა შემოთავაზება ვერ მიიღო, თუმცა სხვადასხვა ქვეყნიდან ბევრმა მამაკაცმა გამოთქვა სურვილი ქალბატონში მითითებული 205 ფუნტი სტერლინგი გადაეხადა. 24 საათის შემდეგ ქალბატონმა თავისი განცხადება წაშალა, თუმცა ამ მხიარული გამოცდილების განმეორებას არ გამორიცხავს.

კომენტარები

სხვა სიახლეები