49 წლის ჯენიფერ ლოპესი ჟურნალისთვის გაშიშვლდა (ფოტო)

72
SHARE

49 წლის ვარსკვლავმა ჯენიფერ ლოპესმა ჟურნალ InStyle-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც მკითხველს უამბო, თუ როგორი უნდა იყოს ქალის სხეული და თანაც საკუთარი შიშველი პროფილის დემონსტრირება მოახდინა.
ჟურნალის ახალი ნომრის მშვენება ლოპესის ინტერვიუ და მისი ფოტოსესიაა. 49 წლის ვარსკვლავი ზურმუხტისფერი კაბით წარმოგვიდგა, რომელიც მისი სხეულის ნაწილს აშიშვლებდა.
ჟურნალთან “ჯეილომ” ისაუბრა ქალის სილამაზის ახალი სტანდარტების შესახებ, რომელსაც კიმ კარდაშიანი და ბლექ ჩაინა ამკვიდრებენ.
“მე ჩემს თავს არასოდეს ვღალატობდი. ჩემს ოჯახში ქალის სხეულის მკვეთრი სიმგრვალე კულტურის ნაწილია. ჩემს შესახებ ამბობდნენ-„ჯენიფერს დიდი უკანალი აქვს და ეს კარგია“, – ამბობს ვარსკვლავი.
შიშველი სხეულის დასაფარად ფოტოსესიაში გამოყენებულია Valentino-ს ულამაზესი მოსასხამი. როგორც მსახიობის თაყვანისმცემლები ამბობენ, უდავოდ, ბევრი ქალი ვერ გაართმევდა თავს იმ ამოცანას ასე უბადლოდ, რომლის სტილიც მის მიერ იყო ნაკარნახევი.
ლოპესმა ამერიკულ შოუს American Idol-ის ჟიურიში მისი მონაწილეობის შესახებაც ისაუბრა.
„შოუ ცოცხლად გადაიღეს, არაფერი არ ყოფილა დარედაქტირებული. მაყურებლებმა დამინახეს ისეთი, როგორიც ვარ. მათ დაინახეს, რომ მეც მაქვს გული“, – განაცხადა ლოპესმა.

Comments

comments