თათრეთის რესპუბლიკაში ფეხსაცმელების შემკეთებელი მამაკაცი ბავშვებზე ძალადობის 150 შემთხვევაშია ბრალდებული. სამართალდამცავთა განცხადებით, 48 წლის ე. სეგიანს ბავშვები საკუთარ სახლში მიჰყავდა, 10 დღის განმავლობაში იქ ჰყავდა და მათზე ძალადობდა. მსხვერპლთა ასაკი 14-18 წლამდე მერყეობს და ყველა მათგანი უსახლკაროთა თავშესაფარში მცხოვრები ოჯახების შვილები არიან.
როგორც ცნობილია, მამაკაცი გოგონებს ქუჩაში ეცნობოდა, ფულის სანაცვლოდ სახლის მილაგებას, ან უბრალოდ ღამის გასათევ ადგილს სთავაზობდა და სახლში მიჰყავდა.
სხვა სიახლეები