47 წლის ქალმა შეყვარებული ხვრინვის გამო დაჭრა

57
SHARE

ფლორიდის მკვიდრ 47 წლის ლორი მორინს ბრალი მისი შეყვარებულის მკვლელობის მცდელობისთვის ედება. როგორც ირკვევა, ქალი შეყვარებულის ხმამაღალმა ხვრინვამ გააბრაზა და მხარში ესროლა.
პოლიციამ მამაკაცი სახლში დაჭრილი იპოვა და მის საავადმყოფოში გადასაყვანად ვერტმფრენის გამოძახება გახდა საჭირო.
თავდაპირველად, პოლიციის ვერსიით, გასროლა შემთხვევითობა იყო, სწორედ ეს უთხრა სამართალდამცველებს დაკავებულმა მორინმა, თუმცა დაჭრილმა მამაკაცმა განაცხადა, რომ შეყვარებულმა განზრახ ესროლა. მისი თქმით, ეძინა, როცა ხმამაღალმა გასროლამ გააღვიძა და დაინახა, რომ მხარიდან სისხლი სდიოდა.

FB კომენტარები

კომენტარი