47 წლის კეილი მინოუგი 29 წლის მსახიობზე დაინიშნა

164
SHARE

ავსტრალიელი პოპვარსკვლავი კეილი მინოუგი მსახიობ ჯოშუა სესიზე დაინიშნა,- ამის შესახებ ინფორმაციას The Daily Telegraph-ი ავრცელ12596277_1136906366354206_1459158578_nებს. წყვილს შორის განსხვავება 19 წელია, თუმცა არც კეილის და არც ჯოშუას ეს უხერხულობას არ უქმნის.
ჯოშუამ კეილის ხელი მაშინ სთხოვა, როცა ისინი სათხილამურო კურორტზე ერთად ისვენებდნენ.
მათი რომანი არც ისე დიდი დროს ითვლის, წყვილი ერთმანეთს გასული წლის სექტემბრიდან ხვდება.
კეილი მინოუგი ამერიკულ კინოკომედიაში „მიწვეული ვარსკვლავის“ სტატუსით მონაწილეობდა, სწორედ ამ ფილმში მთავარ როლს ჯოშუა ასრულებდა. მათ ერთმანეთი სწორედ ფილმის გადასაღებ მოედანზე გაიცნეს. The Daily Telegraph-ი წერს, რომ კეილი მონოუგი ქორწინების შესახებ თვეების წინ სხვაგვარად ფიქრობდა. როგორც მომღერალმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, ის საერთოდ არ ფიქრობდა, რომ ოდესმე გათხოვდებოდა. თუმცა არისტოკრატიული წარმოშობის ბრიტანელმა ვიკონტმა ჯოშუა სესიმ მისი გეგმები სრულიად შეცვალა. „საკუთარ თავს ვამჩნევ, სახეზე მაწერია, როგორი ბედნიერი ვარ“,- აცხადებს მომღერალი კეილი მინოუგი.

FB კომენტარები

კომენტარი