ბოლო დროს ნაომი კემპბელის პირად ცხოვრებას სულ უფრო ხშირად აკრიტიკებენ. გასულ თვეს მან ყურადღება ახალგაზრდა რეპერთან ინტიმური ფოტოსესიით მიიპყრო, თუმცა მოდელის ირგვლივ მითქმა-მოთქმა თებერვალშიც არ წყდება. ამჯერად დასავლური მედია მოდელისა და 43 წლის მსახიობის, იდრის ელბას რომანზე წერს. ამერიკული და ევროპული მედია აღნიშნავს, რომ წყვილი ერთად ნიუ – იორკის ღამის კლუბებში უკვე რამდენჯერმე შენიშნეს.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, ელბა საკუთარი სახლიდან, სადაც ის საყვარელ ქალთან, ვიზაჟისტ ნეიან ჰარდთან და შვილთან, უინსტონთან ერთად, ცხოვრობდა, ლონდონში უკვე კემპბელთან გადავიდა. პაპარაცებმა ის ფოტოც გაავრცელეს, საიდაც ჩანს, თუ როგორ ტოვებენ გვიან ღამით ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ ყველაზე მოდური ღამის კლუბს კემპბელი და ელბა.
სხვა სიახლეები