44 წლის დედა თავის სკოლის მოსწავლე შვილს დღემდე ძუძუთი კვებავს



  44 წლის ინგლისელი ქალბატონი დენის სამპტერი თავისი გოგონას ბელის ძუძუთი გამოკვებას დღემდე აგრძელებს და ამის შეწყვეტას არც კი გეგმავს. დენის გოგონა უკვე 6 წლისაა, თუმცა დედა ამ პრაქტიკის შეწყვეტას არ ფიქრობს, რადგან მისი აზრით დედის რძით კვების წყალობით შვილები უფრო ჯანმრთლები და ბედნიერები არიან. შედეგად ბელი დიდ ბრიტანეთში რეკორდული შედეგის მფლობელი გახდა, ის ყველაზე ხანდაზმული ბავშვია, რომელიც ძუძუთი იკვებება.
ამ დროისთვის გოგონა დედის რძეს დაღლილობის დროს ან კიდევ მაშინ იღებს, როდესაც დედასთან ემოციური სიახლოვე სურს. ხშირად ის რძეს დღეში ორჯერ იღებს, თუმცა ხანდახან ის კვირაში მხოლოდ ერთი მიღებითაც კმაყოფილდება. ბელი დედის რძეს უმეტესად მარტო იღებს, ხანდახან კი თავის ძმასთან, წელიწად ნახევრის ბუსთან ერთად იკვებება.
„ მე ბავშვებს მკერდის რძით მანამდე გამოვკვებავ, სანამ მათ ეს მოესურვებათ. არ ვიცი, ეს ბელს როდის მოსწყინდება. მე ვერ ვხედავ ამაში რაიმ უუცნაურს, რადგანაც ისინი ძუძუთი მაშინ იკვებებიან, როდესაც ამის სურვილი აქვთ. შეხდეთ – ჩემი გოგონა თავის თანაკლასელებზე ერთი თავით მაღალია, ის პრაქტიკულად არასდროს ავადმყოფობს. ამას მე დედის რძით ვხსნი. გარდა ამისა, ის თავის კლასში საუკეთესო მოსწავლეა, ის ასევე ნიჭიერი მევიოლინე, მომღერალი და მოცეკვავე გახლავთ. ჩემი გოგონა თანატოლებს თითქმის ყველაფერში სჯობნის.
მე ორი ჯანმრთელი, ბრწყინვალე, საკუთარ თავში დარწმუნებული შვილი მყავს და ამას მკერდის რძით უპირატესობით ვსხნი. ამიტომაც მათ ძუძუთი გამოკვების შეწყვეტას არ ვაპირებ“ – განაცხადა დენისმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები