44 წლის ქალს ორგაზმის დროს ტვინში სისხლძარღვი „აუფეთქდა“

128
SHARE

ლონდონში მცხოვრებ ქალს, ექიმების შეფასებითაც კი საკმაოდ უცნაური შემთხვევა დაემართა. ქალი საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს.
როგორც ჩატარებული კვლევებით დადგინდა, მის თავში სისხლძარღვი გასკდა – პირდაპირი მნიშვნელობით „აფეთქდა“, რამაც გონების დაკარგვა გამოიწვია.
ქალის პარტნიორის თქმით, ქალმა გონება სექსუალური აქტის დროს მაშინ დაკარგა, როდესაც ორგაზმის მოახლოება იგრძნო. პარტნიორის სქესი და ვინაობა ბრიტანული მედიისთვის უცნობი დარჩა.
როგორც ცნობილია, ქალმა, რომელმაც ასეთი ძლიერი ორგაზმი განიცადა, თავი საავადმყოფოში ამოყო და ორკვირიანი მკურნალობის კურსის გავლაც დასჭირდა. ამ დროისთვის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელ ნიშნულს დაუბრუნდა.

FB კომენტარები

კომენტარი