43 წლის გვინეტ პელტროუ დღეს თავს უფრო ლამაზად თვლის, ვიდრე 20 წლის ასაკში – მსახიობის გულახდილი ინტერვიუ

43 წლის მსახიობის გვინეტ პელტროუს თქმით, ის თავს ახლა ბევრად უკეთესად გრძნობს, ვიდრე 20 წლის ასაკში. პელტროუ მიიჩნევს, რომ 40 წელზე გადაბიჯება სულაც არაა ისეთი საშიში, როგორც ეს ქალებს ახალგაზრდობაში ჰგონიათ. ჰოლივუდის ვარსკვლავმა „PeopleStyle“თან ინტერვიუში მისი ასაკის უპირატესობებზე ისაუბრა.
„როდესაც მე 20 წლის ვიყავი, ჩემს ცხოვრებაში სრული ქაოსი იყო. არაფრით არ მოვინდომებდი ამ დროის უკან დაბრუნებას. მე ჩემი ახლანდელი ასაკით და ჩემი დღევანდელი მდგომარეობით ძალიან კმაყოფილი ვარ“,- აღნიშნა მსახიობმა.
მსახიობმა აღიარა, რომ წლების წინ ძალიან ეშინოდა იმ ასაკის, რა ასაკშიც ახლა იმყოფება და ნატრობდა, ახლობელი ადამიანებისგან მოესმინა, რომ საშიში არაფერია და ყველაფერი საუკეთესო წინ არის.
„ძალიან მინდოდა, რომ 40 წელს მიღწეულ ქალებს ჩემთვის მოეთხროთ, როგორია ცხოვრება ამ ასაკში. ამ ასაკში ქალები უკვე აღარ ღელავენ იმაზე, თუ რას ფიქრობს მათზე ხალხი და, როგორც იქნა, საკუთარ თავს უბრუნდები. მგონია, რომ 40 წელი ეს რაღაც საჩუქარს ჰგავს. ახლა თავს ბევრად ლამაზად ვგრძნობ, ვიდრე 10 და 20 წლის წინ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს 25 წლის გოგოსავით არ გამოვიყურები, ჩემი თავი ვიპოვე და კმაყოფილი ვარ“, – განაცხადა გვინეტ პელტროუმ.

კომენტარები

სხვა სიახლეები