კოლუმბიის ყველაზე მსუქანი მამაკაცი ოსკარ ბასკესა კლინიკაში წონის დასაკლებად სახანძრო მანქანით წაიყვანეს,- ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა იტყობინება, იმისათვის, რომ 400- კილოგრამიანი ქალაქ პალმირას მცხოვრები მამაკაცი ავტომანქანაში მოეთავსებინათ, 20 მამაკაცის დახმარება გახდა საჭირო.
ირკვევა, რომ 44 წლის კოლუმბიელს სასწრაფო – სამედიცინო დახმარება დასჭირდა, თუმცა მან სახლის დატოვება დამოუკიდებლად ვერ შეძლო. ადგილობრივ კლინიკაში მიყვანის შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც სიმსუქნის გამო გაუარესდა, დასტაბილურდა. უახლოეს ხანებში ბასკესამ მკურნალობა ერთდროულად რამდენიმე პროფილის ექიმთან, მათ შორის დიეტოლოგთან, ფსიქოლოგთან, თერაპევტთან და გასტროქირურქთან უნდა დაიწყო. ის გეგმავს, 4 წლის განმავლობაში 300 კილოგრამი დაიკლოს, რომ ნორმალური ცხოვრების წესს დაუბრუნდეს.
„როდესაც ჩემი ოჯახის წევრები გარეთ გადიან, სეირნობენ, მე ყოველთვის მარტო ვრჩები სახლში, რადგან გადაადგილება არ შემიძლია. მინდა რამდენიმე კვარტლის გავლა მაინც შემეძლოს, რომ სუფთა ჰაერი ჩავყლაპო“, – აცხადებს ბასკესა. მისი თქმით, წონის პრობლემები მას იმ დროიდან დაეწყო, როცა მშობლების გარდაცვალების შემდეგ დეპრესიაში ჩავარდა.
სხვა სიახლეები