40 წლის მამაკაცმა 12 წლის ორსული გოგონა საავადმყოფოში მიიყვანა და იძახდა, რომ მისი მეუღლე იყო

ინციდენტი ჩინეთში მოხდა. საავადმყოფოში ორსული გოგონა მიიყვანეს. 40 წლის მამაკაცმა განაცხადა, რომ ეს მისი ორსული 20 წლის ცოლი იყო. თუმცა მედიკოსებმა მომავალი დედის ასაკი დაადგინეს და ის 12 წელზე მეტის არ იყო.
მაშინვე სამართალდამცავი ორგანოები გამოიძახეს, რომლებმაც მამაკაცი დააპატიმრეს. მასთან და გოგონასთან ერთად „დედამთილიც“ იყო.
თვითონ გოგო ხმას ვერ იღებდა, რადგანაც ჩინური არ იცოდა. როგორც ჩანს ბავშვი იყიდეს, როგორც ახალგაზრდა პატარძალი, რომელიმე ახლომდებარე ქვეყნიდან. ასეთი პრაქტიკა საკმაოდ გავრცელებულია.
„მე ის უბრალოდ შემოწმებაზე მოვიყვანე – გააკეთე შენი საქმე და ნუ სვამ ამდენ კითხვას“,- ამბობს 40 წლის მამაკაცი.

წყარო: http://4.dainteresdit.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები