“40 წელი ძილის გარეშე” – იდუმალი ისტორია მამაკაცზე, რომლის მოწამვლაც ეჭვიანმა ცოლმა სცადა

სოციალური ქსელის მომხმარებელი საინტერესო ისტორიაზე წერს, კერძოდ კი მამაკაცზე, რომლის მოწამვლაც ეჭვიანმა ცოლმა სცადა და მან 40 წელი ძილის გარეშე გაატარა:

იაკობ ციპეროვიჩის ისტორია არაჩვეულებრივი და იდუმალია. 1979 წელს 26 წლის იაკობი ცხოვრობდა მინსკში, როდესაც ეჭვიანმა მეუღლემ მისი მოწამვლა სცადა. საავადმყოფოს ექიმებმა, სადაც სასწრაფო დახმარების მანქანამ დაზარალებული მიიყვანა, განაცხადეს, რომ ის კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში იმყოფებოდა. გულის შეჩერებიდან რამდენიმე წუთში ტვინის უჯრედები იღუპება! ციპეროვიჩის შემთხვევაში ეს არ მომხდარა. როგორ აეხსნათ ასეთი სასწაული – ექიმებმა არ იცოდნენ. ისინი გაოცებულები უყურებდნენ, თუ როგორ ებრძოდა იაკობი სიკვდილს და ამარცხებდა მას.

გონზე მოსვლის შემდეგ, მას ექვსი თვის განმავლობაში არ შეეძლო ლაპარაკი, კალამი და ქაღალდი მისთვის კომუნიკაციის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენდა. მხოლოდ ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ დაუბრუნდა ის აქტიურ ცხოვრებას. მაგრამ ამ შემთხვევის შემდეგ სულ სხვა ადამიანი გახდა. ცეპეროვიჩი გრძნობდა უზარმაზარ ფიზიკურ ძალას საკუთარ თავში, სხეულის ტემპერატურა 34 გრადუსამდე დაეცა და, რაც მთავარია … მან მთლიანად შეწყვიტა ძილი. საძილე აბები მასზე გავლენას არ ახდენს, თუმცა, მთელს მუჭა აბებს სვამდა. “ისეთი მდგომარეობა მაქვს, თითქოს, დრო საერთოდ არ არის”, – ამბობს ცეპეროვიჩი. “მე ვერ ვგრძნობ განვლილ წლებს. იგივე დღე უსასრულოდ გრძელდება შესვენებებისა და ინტერვალების გარეშე. მეჩვენება, რომ ჩემი ცხოვრება სამუდამოდ გაგრძელდება”.
იაკობი შეისწავლეს ცნობილმა ექსპერტებმა – გადახრა და პათოლოგიები არ გამოვლენილა. 1997 წელს, როდესაც იაკობს 43 წელი შეუსრულდა, ის ისევე გამოიყურებოდა, როგორც – 26 წლის ასაკში, თითქოს, დრო მისთვის გაჩერებული იყო. ამჟამად, იაკობი ცხოვრობს გერმანიაში, ჰყავს მეუღლე და შვილი, ასაკით კი 66 წლისაა (ფოტოზე), თუმცა, 40 წლამდე მამაკაცის შეხედულება აქვს”, – წერს არჩილ დინჯი ბუბუტეიშვილი. 

კომენტარები

სხვა სიახლეები