4 წლის პრინცი ჯორჯი და 2 წლის პრინცესა შარლოტა მოდის „კანონმდებლები“ ხდებიან

ბრიტანული მედიის ცნობით, ბოლო დროს პატარა პრინც ჯორჯის სამოსი უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს, ვიდრე მისი დედის – ქეით მიდლტონის.

იმის მიუხედავად, რომ პრინც ჯორჯის და პრინცესა შარლოტას დედიკო ქეითი მსოფლიოში ერთ –ერთი ყველაზე დახვეწილი სამოსის მფლობელად ითვლება, მისი შვილები პუბლიკის ნამდვილი ფავორიტები ხდებიან.
კემბრიჯის ჰერცოგინია, რომელიც მესამე შვილს ელოდება, დიდი ხანია ცნობილია, როგორც „ქეითის ეფექტის“ მატარებელი. თუმცა ახალი ცნობებით, 4 წლის პრინცმა ჯორჯმა და 2 წლის შარლოტამ ამ მხრივ უკვე გამოცდილ დედას გაუსწრეს. იგულისხმება ის გავლენა, რომელსაც ტახტის პატარა მემკვიდრეები მოდურად ჩაცმის მსურველებზე ახდენენ. აღმოჩნდა რომ იმ დღესვე, როდესაც ინტერნეტში დაბადების დღეზე გადაღებული შარლოტას ფოტოსურათი გამოჩნდა, ინტერნეტ მარკეტ „იბეი“–ზე წარმოუდგენლად გაიზარდა მისი კარდიგანის მსგავსი ყვითელი კარდიგანის ძებნის მაჩვენებლები. იგივე მოხდა გერმანიაში სამეფო ტურის დროს, როდესაც ექვსი პუნქტით გაიზარდა შარლოტას კიდევ ერთი სამოსის ანალოგის ძებნის მაჩვენებელი. ხოლო კანადაში სტუმრობის დროს, როდესაც მთელი ოჯახი ცისფერ ფერებში იყო გამოწყობილი, განსაკუთრებული ყურადღება ფანებში ჯორჯის ჯემპრმა გამოიწვია. ინტერნეტში ტერმინ „ლურჯი ჯემპრი“–ს ძებნის მაჩვენებელი 200 % –ით გაიზარდა. “იბეი“–ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ინტერნეტში პრინც ჯორჯის სამოსმა უკვე ნამდვილი აფეთქება მოახდინა.

კომენტარები

სხვა სიახლეები