ვერძი
მოაგვარეთ საოჯახო საქმეები, მეტი დრო გაატარეთ მშობლებთან, ოჯახის წევრებთან ერთად. სხვა დღისთვის გადადეთ უძრავი ქონების ყიდვა-გაიყიდვა.
კურო
მოერიდეთ უსიამოვნებას გარშემო მყოფებთან, ნათესავებთნ. მგზავრობისას მოსალოდნელია ფსიქოლოგიური ან ფიზიკური დისკომფორტი. დღეს არ დაიწყოთ მკურნალობა.
ტყუპი
დილა საოჯახო საქმეებს დაუთმეთ. ნუ იქნებით აგრესიული, ფეთქებადი. აკონტროლეთ ხარჯი. გაუფრთხილდით საფულეს.
კირჩხიბი
მოერიდეთ ურთიერთობისა დაძაბვას საყვარელ ადამიანთან, ნათესავებთან. სხვა დღისთვის გადადეთ ახალი საქმეების, ბიზნესის დაწყება. დღეს არ გირჩევთ უძრავი ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას.
ლომი
ზედმეტად ემოციური და მგრძნობიარე ხართ. სხვა დღისთვის გადადეთ ხელშეკრულებების გაფორმება, ახალი საქმეების დაწყება, აკონტროლეთ პარტნიორები. სიფრთხილე გმართებთ საჭესთან.
ქალწული
ზოგიერთს ან ვალების დაბრუნებას მოსთხოვენ, ან შეიძლება ვალის აღებამ მოგიწიოთ საჩუქრის, ლამაზი ნივთების საყიდლად. ყური დაუგდეთ მეგობრის ნათესავის რჩევას.
სასწორი
სხვა დღისთვის გადადეთ ყველა საქმის დაწყება. დღეს დაისვენეთ, გამოიძინეთ. მოერიდეთ ინიციატივის გამოვლენას; საკუთარ თავზე ზედმეტი ვალდებულების აღებას.
მორიელი
მოერიდეთ დაპირისპირებას ნათესავებთან, კოლეგებთან, გაფრთხილდით, რათა არ გახდეთ სხვისი აგრესიის მსხვერპლი. სიფრთხილე გმართებთ მგზავრობისას.
მშვილდოსანი
ფინანსური ან პარტნიორული უსიამოვნება პროექტის რეალიზებაში შეგიშლით ხელს. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას გარშემო მყოფებთან. სხვა დღისთვის გადადეთ ქირურგიული ოპერაცია.
თხის რქა
არ გირჩევთ დღეს ხელშეკრულების გაფორმებას, ახალი საქმის დაწყებას. გარშემო მყოფების სურვილების გათვალისწინებით იმოქმედეთ. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას ოჯახის წევრებთან, საყვარელ ადამიანთან.
მერწყული
სხვა დღისთვის გადადეთ მივლინება, ახალი საქმის დაწყება, ბიზნესის გაფართოება, მკურნალობის დაწყება, სამედიცინო პროცედურების ჩატარება. აკონტროლეთ ნეგატიური ემოციები.
თევზები
საყვარელ ადამიანთან ფინანსების გამო კონფლიქტს არ გირჩევთ. მეტი ყურადღება გმართებთ ბავშვების მიმართ. მომატებული გრძნობები შემოქმედებაში დახარჯეთ.
წყარო: http://astrologi.ambebi.ge