ვერძი
ნუ მოცდებით წვრილ-წვრილ საქმეებზე. მეტი ყურადღება გმართებთ გლობალური საკითხებისადმი. უფროსი კმაყოფილია თქვენი საქმიანობით და შეიძლება ფულადი პრემიაც მიიღოთ. საღამოს ოჯახის წევრებთან ერთად სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ.
კურო
კოლეგები რთული საკითხების, საქმეების მოგვარებას თქვენ მოგანდობენ. სწრაფად და დაკვირვებულად იმოქმედეთ. უფროსთან საუბრის შემდეგ განწყობა გაგიუმჯობესდებათ. საღამოს მეგობრებთან ერთად გასართობად წადით.
ტყუპი
ვალის ან კრედიტის აღებამდე კარგად დაფიქრება გმართებთ, შეძლებთ კი მის დროულად გადახდას. ყურადღება გაამახვილეთ იურიდიული საკითხების მოგვარებისას. საღამოს მეგობრებს, ნათესავებს შეხვდით. მათთან ურთიერთობა სიმშვიდეს მოგანიჭებთ
კირჩხიბი
დღეს კოლეგები საკუთარი შრომისუნარიანობით უნდა გააკვირვოთ და მათთვის მისაბაძი უნდა გახდეთ. ზოგიერთ კირჩხიბს კოლეგასთან რომანტიკული ურთიერთობის დაწყება ელის.
ლომი
დღეს ან საზეიმო ღონისძიებაზე მიგიპატიჟებენ, ან თავად იქნებით წვეულების მასპინძელი. უფროსი ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს თქვენ დაგავალებთ. საღამო ბავშვებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.
ქალწული
სასურველის მისაღწევად ყველა მეთოდი უნდა გამოიყენოთ. საკუთარი წარმატებით გახარებული უამრავ შექებას დაიმსახურებთ. უფროსისგან შეიძლება ფულადი პრემია ან ჯილდოც კი მიიღოთ.
სასწორი
კარგი დღეა კვალიფიკაციის ასამაღლებლად ან თვითგანათლებისთვის. საჭირო ადამიანებთან, რომლებიც მომავალში სხვადასხვა საკითხის მოგვარებაში დაგეხმარებიან, საერთო ენის გამონახვა არ გაგიჭირდებათ.
მორიელი
უფროსთან კამათს თავი რომ აარიდოთ, ზუსტად შეასრულეთ მისი მითითებები. საღამოს მოულოდნელი სტუმარი ოჯახურ ცხოვრებას თავდაყირა დაგიყენებთ.
მშვილდოსანი
დაასრულეთ დაწყებული საქმეები, გაისტუმრეთ ვალები. ზოგიერთს მოგზაურობის დაწყება, მგზავრობა ელის. შინ სასიხარულო სიახლეებს დაელოდეთ.
თხის რქა
დაკისრებულ ვალდებულებას სწრაფად და საუკეთესოდ გაართმევთ თავს. დღეს სახლშიც და სამსახურშიც ლიდერის თვისებები უნდა გამოავლინოთ. გაგიუმჯობესდებათ პირადი ცხოვრებაც.
მერწყული
დღეს კოლეგების საუკეთესო მრჩეველი და დამხმარე იქნებით, რაც მათ თვალში ავტორიტეტს აგიმაღლებთ. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა.
თევზები
თამამად გამოავლინეთ თქვენი ცოდნა. დღეს გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება უცხოელ პარტნიორებთან. მეტი ყურადღება გმართებთ მიღებული ინფორმაციების მიმართ.
წყარო: www.astrologi.ge