1. მოღალატეებისა და მექალთანეების შორის არსებობს არსებითი განსხვავება. მექალთანე, რაღაც ხარისხში, პატიოსანი მამაკაცია. მართალია, მასაც რამდენიმე ქალი ჰყავს, მაგრამ ყველასთან გულახდილია და არაფერს უმალავს. მოღალატე კი ყველას ატყუებს, საკუთარი თავის ჩათვლით.
2. უამრავ მამაკაცს შეუძლია დარჩეს ერთგული მხოლოდ განსაზღვრულ ვითარებაში. იმით დავიწყოთ, რომ თუ თქვენ თვლით, რომ მამაკაცი სექსუალური და ქარიზმატულია, არ გეგონოთ, რომ მხოლოდ თქვენ თვლით მასე. ხშირად მამაკაცი მაშინ რჩება ერთგული, როცა მას მხოლოდ ერთი ქალი ეტრფის. თუ ასეთი ქალი რამდენიმეა, მას უჭირს თავის შეკავება და ერთი ქალის ერთგულება.
3. მრავალრიცხოვანი რომანები ყოველთვის არ გადადის რაიმე სერიოზულში. საეჭვოა, რომ ქალი, რომელიც თავიდან თანახმა იყო საყვარლის როლზე და რომელთანაც მამაკაცს მხოლოდ ფიზიკური ლტოლვა აკავშირებს, დათანხმდეს ცოლობაზე. გრძნობების გარეშე სექსი ხომ არავის გაუუქმებია.
4. მექალთანის გამოსწორება თითქმის შეუძლებელია. რთულია ისეთი მამაკაცის გამოსწორება, რომელიც მიჩვეულია მრავალი ქალის ყურადღებას. აქ საჭიროა მხოლოდ მისი სურვილი.
წყარო:http://galanews.ge