ვერძი
ხელსაყრელი დღეა ახალი შეხვედრებისა და ნაცნობობისთვის. კომერციულ საქმეებში წინსვლა გელით. მოსალოდნელია შემოსავლის დამატებითი წყაროების მოძიება, თუმცა ამისთვის გავლენიანი მფარველების ან პარტნიორების მხარდაჭერა დაგჭირდებათ.
კურო
თუ ნივთების შეძენას გეგმავთ, ნუ გადადებთ, რადგან ამ დღის შენაძენი წარმატებული აღმოჩნდება საეჭვო წინადადებების მიღებისგან თავი შეიკავეთ. გირჩევთ, მთელი ენერგია სამუშაოსკენ მიმართოთ და აუცილებლად წარმატებას მიაღწევთ.
ტყუპები
კომერციულ და საქმიან ოპერაციებს წარმატებით განახორციელებთ, თუმცა დიდი შემოსავლის მიღების იმედი ნუ გექნებათ. შესაძლოა, საინტერესო ბიზნესწინადადებით მოგმართონ, რომელზეც უარი არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვათ.
კირჩხიბი
შესაძლოა, მოვლენები თქვენს საპირისპიროდ შემოტრიალდნენ. ყველაფრის მიუხედავად, ეცადეთ, ნაჩქარევი და დაუფიქრებელი გადაწყვეტილება არ მიიღოთ. სტაბილური მდგომარეობის შენარჩუნებისთვის დიდი ძალისხმევა მოგიწევთ.
ლომი
ხელსაყრელი დღეა ჩანაფიქრის განსახორციელებლად. სავარაუდოდ, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეძლებთ, თუმცა შემოსავალს ხარჯი გადააჭარბებს. პროფესიულ საქმიანობაში მოსალოდნელია პრობლემები, რაც შეუსრულებელ დაპირებებს უკავშირდება.
ქალწული
ახალი შეხვედრებისა და ნაცნობობის დღეა. მოსალოდნელია წინსვლა სწავლაში და შემოსავლის ახალი წყაროების ძიებაში. ხელსაყრელია ახალი ადგილების მონახულება და მოგზაურობა. საღამოს მოსალოდნელია დაპირისპირება რომელიღაც ნათესავთან ან ოჯახის წევრთან.
სასწორი
არახელსაყრელი დღეა, რომელიც ქრონიკული დაავადებების გამწვავებას უკავშირდება. პროფესიულ საქმიანობაში მოსალოდნელია შეცდომები, რაც სიტუაციის არასწორად შეფასებას ან მცდარ ინფორმაციას მოჰყვება. ეცადეთ, თავი შეიკავოთ სპირტიანი სასმელებისგან.
მორიელი
ხელსაყრელი დღეა სიახლეებისთვის ზოგადად. თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი იმატებს და წარუმატებლობის პერიოდი სრულდება. შესაძლოა, საკუთარი ცხოვრების შეცვლის სურვილი გაგიჩნდეთ. ახალი შეთავაზებაა მოსალოდნელი, რასაც თქვენი პარტნიორები დაეთანხმებიან. გირჩევთ, დაწყებული საქმის დასრულება სამომავლოდ არ გადადოთ.
მშვილდოსანი
შესაძლოა, ამ დღეს ხელსაყრელი საქმიანი წინადადება მიიღოთ და უარი არ თქვათ – მოსალოდნელია დიდი შემოსავალი. ვარსკვლავები ამჟამად საქმიანობის სფეროს ან პარტნიორის შეცვლას არ გირჩევენ, თუმცა უყურადღებოდ არც ასეთი წინადადება უნდა დატოვოთ.
თხის რქა
შესაძლოა, პროფესიული საქმიანობაში აქტიურობისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა მოგეცეთ. შესანიშნავი დღეა სიყვარულისა და რომანტიკული თავგადასავლებისთვის.
მერწყული
სასიყვარულო ურთიერთობებისთვის არახელსაყრელი დღეა, რადგან მოსალოდნელია უმიზეზო სევდა და თავის ტკივილი. ვარსკვლავები გირჩევენ, ახალ ნაცნობობას სიფრთხილით მოეკიდოთ. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა სასიხარულო ამბავი გაიგოთ ან ხელსაყრელი შეკვეთა მიიღოთ.
თევზები
ხელსაყრელი დღეა სამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობისთვის. მოსალოდნელია გავლენიანი მფარველების ან უფროსი ნათესავების მხარდაჭერა. თქვენს თხოვნას ფინანსური დახმარების შესახებ, დააკმაყოფილებენ. ეცადეთ, თავი შეიკავოთ ყველაფრისგან, რაც ჯანმრთელობისთვის საზიანოა.