4 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვპირდებიან და გვირჩევენ ვარსკვლავები?! – 4 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი:

ვერძი
დღის დასაწყისი საკმაოდ კონფლიქტური იქნება, გაღიზიანების თავიდან აცილებას ვერ შეძლებთ, მაგრამ დროულად თუ გამოიჩენთ გონიერებას და მომავალზე დაფიქრდებით, უსიამოვნო სიტუაციების შემსუბუქებას მაინც შეძლებთ. სცადეთ, ისარგებლოთ საკუთარი შარმით, გაიხსენეთ ძველი კონტაქტები და იზრუნეთ ახალი კონტაქტების შექმნაზეც, რაც საიმედო იქნება და გეგმების განხორციელებაში ხელს შეგიწყობთ.

კურო
ახლობლები, მეგობრები, კოლეგები – ადამიანები, რომლებიც მიჩვეულები არიან, ნებისმიერ თემაზე დახმარებისთვის მოგმართონ, იქნება ეს მორალური თუ საქმიანი მხარდაჭერა, როგორც კი აღმოაჩენენ, რომ ავად ხართ ან უბრალოდ, არ ხართ ფორმაში, შეშინდებიან და თქვენთან დახმარების თხოვნით მოსვლას გადაიფიქრებენ, მაგრამ გაათვითცნობიერებენ, რამდენად მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ მათთვის და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ყურადღება და მზრუნველობა არ მოგაკლონ. ამ დღეს თქვენი მთავარი ამოცანაა – ისწავლოთ დახმარების მიღება.

ტყუპები
ამ დღეს სპონტანურობით გამოირჩევით. სწრაფი შედეგის მიღების მოლოდინში, შესაძლოა, მთავარისადმი ინტერესი დაკარგოთ და თქვენი ყურადღება წვრილმანებზე გადაიტანოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ოჯახურ ცხოვრებას მიანიჭოთ უპირატესობა. გახსოვდეთ, რომ შეყვარებულთან და პარტნიორთან ერთნაირი მოთხოვნები ვერ გექნებათ. თუკი ფინანსური მდგომარეობით უკმაყოფილო იქნებით, იფიქრეთ იმაზე, რისი შეცვლა შეგიძლიათ.

კირჩხიბი
ფულადი შემოსავალი გაგეზრდებათ, თუმცა, მიღებული თანხის უმეტესობას მიმდინარე ხარჯებს მოახმართ. თანაც მზად იყავით იმისთვის, რომ ძველი კრედიტორები შეგახსენებენ თავს. ვარსკვლავები არ გირჩევენ მეგობრებთან ერთად რესტორანში ან სამოგზაუროდ წასვლას.

ლომი
ამ დღეს საკუთარი ინტელექტისა და ნიჭის მაქსიმუმს გამოავლენთ მიზნის მისაღწევად. მუშაობის პროცესში თანამოაზრეებს შემოიკრებთ. გადახედეთ იმ ხელშეკრულებებს, რომლებიც მატერიალურად არ გაწყობთ. შესაძლოა, საზოგადოებრივი საქმიანობით დაკავდეთ ან ოჯახური პრობლემები გადაწყვიტოთ.

ქალწული
დღის უმეტეს ნაწილს ყოველდღიური საქმიანობის შესრულებას დაუთმობთ. ვარსკვლავები გირჩევენ, დევიზად აირჩიოთ „აქ და ახლა“. ამგვარი პოზიცია გაწონასწორებასა და უშეცდომო ქმედებაში დაგეხმარებათ. გაიხარეთ მრავალფეროვანი ცხოვრების ნებისმიერი გამოვლინებით და დააფასეთ ის, რაც გაქვთ.

სასწორი
შესაძლოა, დისპეფსიური პრობლემა შეგექმნათ, რომლის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს როგორც ემოციური აფეთქება და ნერვიულობა, ისე ცხარე და ნოყიერი კერძის გადაჭარბებული მიღება. მოერიდეთ ელიტურ წვეულებებში მონაწილეობას და საზოგადოებრივ ცხოვრებას.

მორიელი
სწავლისადმი ინტერესი საკმაოდ დაიწევს. გამოავლენთ გაღიზიანებას, შფოთვასა და უკონტროლობას. არ ღირს განათლების მიღებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი საკითხების დაგეგმვა. ამ დღეს სიტუაცია შესაძლოა, განსაკუთრებით გაურთულდეთ მათემატიკოსებსა და ფიზიკოსებს.

მშვილდოსანი
ცხოვრების გაუმჯობესების შესაძლებლობა მოგეცემათ. შედარებით ეფექტური იქნება საპირისპირო სქესის მქონე პარტნიორებთან კონტაქტი. ვარსკვლავები არ გირჩევენ საქმეების ძალიან გადადებას. პირიქით, მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა, რათა სოციალური პრობლემის გადასაჭრელად მოემზადოთ, რომელიც უახლოეს დღეებში გამოგიჩნდებათ.

თხის რქა
სამწუხაროდ, პროცესები შენელდება. გაგიჭირდებათ ფაქტების დამახსოვრება, თუმცა, რასაც დაიმახსოვრებთ – სამუდამოდ. ვარსკვლავები გკარნახობენ, რომ შესაძლოა, განათლება ამ დღეს პრიორიტეტად დაისახოთ და ყველაფერი გააკეთოთ მაქსიმალური შედეგის მისაღწევად. ეს პირველი გაკვეთილია, რომელიც აუცილებლად უნდა გაითავისოთ.

მერწყული
თუკი საკუთარი ჯანმრთელობის ობიექტურად შეფასებისკენ და მაქსიმალურად სწორი დიაგნოსტირებისკენ ისწრაფვით, ეს დღე ამ მიზნებისთვის იდეალურია. ვარსკვლავები გირჩევენ, ამ დღეს სრული სამედიცინო გამოკვლევა ჩაიტაროთ.

თევზები
კოლეგებთან და დაქირავებულ თანამშრომლებთან ურთიერთობა ამ დღეს გაგიჭირდებათ. არ გამოირიცხება კამათი და კონფლიქტები. ვარსკვლავები გირჩევენ, გაგებით მოეკიდოთ გარშემომყოფების მოსაზრებებს. კონცენტრირდით სამუშაო მოვალეობებზე და არ დაკარგოთ დრო უაზრო საუბარში.

კომენტარები

სხვა სიახლეები