ვერძი
ეს დღე თქვენგან ყველა საქმეში სიფრთხილეს მოითხოვს, რადგან ტრავმების რისკი მაღალია. თავი შეიკავეთ სპორტულ კონკურსებში მონაწილეობისგან. გახსოვდეთ, თქვენი ავანტიურები კარგად არ დამთავრდება. ეცადეთ, პარტნიორებთან, კომპანიონებთან და მეგობრებთან ურთიერთობა ისე დაალაგოთ, რომ მომგებიან პოზიციაში აღმოჩნდეთ.
კურო
შესაძლოა, დღის პირველ ნახევარში ახლობელი ადამიანის მოქმედებით იმედგაცრუებული დარჩეთ. მას სხვა ინტერესები გაუჩნდება, რაც მგრძნობიარე სულს გატკენთ. ოჯახური კონფლიქტის მოსაგვარებლად ფსიქოლოგიური უნარების გამოვლენა მოგიწევთ. ეცადეთ, ახლობელ ადამიანებს არ აწყენინოთ.
ტყუპები
დღეს პრინციპულობის, სიმამაცისა და მიზნის მიღწევის დღეა. თავის გამოვლენის შანსი გექნებათ და სასურველია, ხელიდან არ გაუშვათ. გაიხსენეთ, რამდენჯერ თქვით უარი მომგებიან წინადადებაზე მხოლოდ იმიტომ, რომ სანერვიულო იყო, ბევრი და ხანგრძლივი შრომა სჭირდებოდა. დროა, მდგომარეობა გამოასწოროთ. არ დაუშვათ, რომ საკუთარი ბედნიერება ხელიდან სიზარმაცის გამო გაუშვათ.
კირჩხიბი
შესაძლოა, საკუთარი იდეების განხორციელების გზებს ვერ ხედავთ ან ესა თუ ის იდეა ძალიან თამამი გეჩვენებათ. აუცილებელი არაა, რომ ახლავე საქმეს შეუდგეთ. მთავარია, იდეა არ დაკარგოთ და სადღაც ჩაიწეროთ. მისი განხორციელების დრო მალე დადგება.
ლომი
შემოქმედებით განწყობაზე ხართ. შეგიძლიათ საკუთარი, გენიალური იდეების ცხოვრებაში განხორციელებას შეუდგეთ და ამავე დროს, საყვარელი საქმე აკეთოთ.
ქალწული
ამ დღეს ქალწულის ნიშნით დაბადებული ადამიანები თაყვანისმცემლებზე სასიამოვნო შთაბეჭდილების მოხდენას ეცდებიან. თუ ექსტრემალური სპორტი გხიბლავთ, თამამად შეგიძლიათ, საქმეს შეუდგეთ. გონივრული რისკი ყოველთვის გამართლებულია.
სასწორი
თქვენი ახალი გასართობი შესაძლოა, ექსტრემალური აღმოჩნდეს და რისკს უკავშირდებოდეს. შეეცადეთ, ბოროტად არ გამოიყენოთ ახალი გატაცება და ფიზიკურად ზედმეტად არ გადაიტვირთოთ. გაუფრთხილდით ხერხემალს.
მორიელი
თუკი პლანეტების განლაგებით ვიმსჯელებთ, მორიელებს დამღლელი დღე ელოდებათ. მთელი დღე ძილიანობა შეგაწუხებთ და საქმის გაკეთების ძალა არ გექნებათ. ემოციურადაც დაიცლებით. ვარსკვლავები გირჩევენ, საქმიანი შეხვედრა ახლად გაცნობილ საქმიან პარტნიორთან რამდენიმე დღით გადაიტანოთ.
მშვილდოსანი
დღის პირველ ნახევარში საკმაოდ ენერგიული იქნებით, ნებისმიერ დაბრკოლებას გადალახავთ და გარშემომყოფებს პრობლემების მოგვარებაში დაეხმარებით. თქვენი დაავადებები ფატალური არ არის, მათი თავიდან აცილება, გონივრული ქმედებების შემთხვევაში სრულიად შესაძლებელია. მიიღეთ პროფილაქტიკური ზომები ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
თხის რქა
შესაძლოა, თქვენი თავი ინტრავერტად წარმოაჩინოთ. ეს შესანიშნავი პერიოდია მათთვის, ვინც მუდმივად მზადაა ინდივიდუალური შემოქმედებისთვის. ვარსკვლავები არ გირჩევენ, მიჰყვეთ ხალხის მასას. მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს.
მერწყული
ამ დღეს ცნობისმოყვარეობით გამოირჩევით. ყველაფერი ახალი მიგიზიდავთ, სანამ არ მოგბეზრდებათ და სანამ ვინმე ან რამე ახალი საქმიანობით არ დაგაინტერესებთ. არ ღირს სიტუაციის იდეალიზება. ნუ მისცემთ სხვებს თქვენი გაკონტროლების უფლებას.
თევზები
საქმიან თევზებს გაუჭირდებათ ოჯახური ღირებულებების პირველ ადგილზე დაყენება. თქვენი მაღალი პროფესიონალური აქტივობა საოჯახო საქმეებში და შვილების აღზრდაში ხელს შეგიშლით. ისწავლეთ მედლის ორივე მხარის დანახვა, კომპრომისზე წასვლა როგორც საქმიან, ისე პირად ურთიერთობებში.