4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მოსალოდნელია დანაკარგი, მათ შორის მეგობრების. ოჯახური იდილია თქვენი საიმედო დასაყრდენი გახდება. ამ დღეს პრინციპულობას კომპრომისზე წასვლა ჯობს. ფხიზლად უნდა იყოთ, რადგან არასაიმედო ადამიანებით ხართ გარემოცული. დაფიქრდით, ძვირფასეულობა საიმედოდ შენახული გაქვთ?

კურო
დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია ძველი ხელშეკრულებების გადახედვა და მათში გარკვეული კორექტივების შეტანა. შუადღე მშვიდად ჩაივლის და ახალი ინიციატივების შესაძლებლობას გამოგცემთ. ახლა საკუთარი პრინციპების დაცვისა და კონფლიქტებში ჩართვის დრო არ არის. ამით მხოლოდ საკუთარ თავს დააზარალებთ.

ტყუპები
შეხედულებების შეცვლისა და როლების ახლებურად გადანაწილების დროა. წარუმატებლობა დაგეხმარებათ დააფასოთ ის, რასაც აქამდე არ აფასებდით. ნუ შეგეშინდებათ საკუთარ თავზე სამართლებრივი და ფინანსური პასუხისმგებლობის აღება. თუ რაღაც ძალიან გსურთ, სურვილის ასრულების გზები ყოველთვის გამოინახება.

კირჩხიბი
შესაძლოა, უახლოეს დღეებში თქვენი მთავარი მიზანი ეფექტური პარტნიორების მოძებნა იყოს. თვის პირველ ნახევარში, ხელშეკრულებების დადების გარდა, მოსალოდნელია საიდუმლო მოლაპარაკებები, რაც „დახურული არხებით“ დამატებითი ინვესტიციების მიღების საშუალებას მოგცემთ. შესაძლოა, ვიღაცას თქვენი გამოყენების სურვილი გაუჩნდეს, ამიტომ ფრთხილად იყავით და ვისიმე გავლენის ქვეშ არ მოექცეთ.

ლომი
დღის პირველ ნახევარში პასიური ხართ და შრომით რიტმში ჩართვის არავითარ სურვილს არ ავლენთ, მაგრამ დღის მეორე ნახევარში გააქტიურდებით. გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებთანაც საინტერესო საუბარი გელით. მათგან სასარგებლო რჩევებს, საჭირო ინფორმაციასა და თანაგრძნობას მიიღებთ. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ საქმეში ჭკუით, ემოციებითა და ინტუიციით უნდა იმოქმედოთ. სწორედ ასე შეძლებთ, სასურველ მიზანს სწრაფად და დანაკარგების გარეშე მიაღწიოთ.

ქალწული
ამ დღეს ბევრი ქალწული ახლობელი ადამიანებისგან მხარდაჭერას, თანაგრძნობასა და სულიერ სითბოს საჭიროებს. იშვიათ შემთხვევებში, შესაძლებელია პრეტენზიულობა და აგრესია. მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს, აკონტროლეთ საკუთარი ემოციები და ეცადეთ, არ გადაიღალოთ.

სასწორი
ამ დღეს აგენტის ფუნქციას შეითავსებთ – ფარული კავშირები, იდუმალი მიმოწერა. თუკი თქვენი საიდუმლო გამჟღავნდება, ნუ მიიღებთ მკაცრ ზომებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რეაგირება საერთოდ არ მოახდინოთ.

მორიელი
ვარსკვლავების განლაგება სიურპრიზსა და გაკვირვებას გიწინასწარმეტყველებთ. არ გამოირიცხება, მაცდური წინადადება შემოგთავაზონ. კარგად დაფიქრდით, სანამ შემოთავაზებას დასთანხმდებით, რადგან ამ დღეს დაწყებული საქმე საკმაოდ ხანგრძლივი იქნება.

მშვილდოსანი
თქვენს ცხოვრებაში ფინანსური სტაბილურობა შეინიშნება, თუმცა, მსუბუქი ხარჯვა, რა თქმა უნდა, აუცილებლად იქნება. ვარსკვლავები გირჩევენ, უფრო მეტი ყურადღებით მოეკიდოთ საკუთარ ხარჯებს, შეზღუდოთ გასავალი და დაფიქრდეთ ფულის დაგროვებაზე, რათა შეუსრულებელი დაპირებები განახორციელოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სერიოზული ფინანსური და პირადი პრობლემები გელოდებათ.

თხის რქა
ამ დღეს ან საკუთარი პოზიციების გამყარება მოგიწევთ, ან იმედები გაგიცრუვდებათ, როდესაც საკუთარ თავს ძლიერ ლიდერად და ექსტრემალურ სიტუაციებში მუშაობის უნარით წარმოაჩენთ თავს. არ დაყაროთ ფარ-ხმალი, იმუშავეთ მიზნების მისაღწევად, აიყოლიეთ გარშემომყოფებიც, მხოლოდ ზომიერი თანამშრომლობით მიაღწევთ სიმაღლეებს. საიმედო გუნდი აუცილებელია ადამიანისთვის, რომელიც მიზნის მიღწევისკენ ისწრაფვის.

მერწყული
თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი საკმაოდ მაღლა დგას. დღის დასაწყისში ძალებისა და ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ, რაც დიდი ხანია, არ გქონიათ. იზრუნეთ საკუთარ თავზე და შეეცადეთ, კარგ ფორმაში იყოთ. შესაძლოა, ახალი ვარჯიშების ციკლი დაიწყო ენერგეტიკული პოტენციალის შესანარჩუნებლად. მიმართეთ ცხოვრების ჯანსაღ და აქტიურ წესს.

თევზები
საბოლოოდ, ეს დღე თქვენთვის პოზიტიურად შეფასდება, თუმცა, დრო და დრო, შესაძლოა, ემოციური აფეთქება გამოსცადოთ, რაც გარშემომყოფ ადამიანებთან დაპირისპირებას გამოიწვევს. გამოიჩინეთ მოთმინება და იყავით დიდსულოვანი გარშემომყოფების მიმართ. აუცილებლად დაეხმარეთ ახლობლებს, მეზობლებსა და ნაცნობებს, რომლებიც დახმარებას გთხოვენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები