4 ვარჯიში, რომელიც 1 თვეში აწევს და გაამაგრებს თქვენს უკანალს

სპეციალისტებმა ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტიდან ჩაპელ-ჰილში და ვისკონსიის უნივერსიტეტიდან ლა-კროსში Equinox-ის (პრემიუმ კლასის ფიტნეს-კლუბების ქსელი ამერიკაში) ექსპერტებთან ერთად, გააზიარეს საკუთარი გამოკვლევების შედეგები ბიომექანიკის სფეროში. მათ, თავის მხრივ, ცნობილი ვარჯიშებიდან ყველაზე ეფექტურები შეაგროვეს, დააჯგუფეს და ცოტათი გაართულეს. შედეგი – ვარჯიში, რომელიც ერთ თვეში აწევს და გაამაგრებს თქვენს დუნდულებს. კომპლექსში ჩართულია ვარჯიშის 4 წყვილი:
1. ხიდი იატაკიდან ფეხის შეტანით მუხლის ქვეშ +გვერდითი გაწევა.
2. გვერდითი გამოხდომები + ასვლა ტუმბაზე.
3. გვერდითი თამასა ფეხის აწევით + გვერდითი სვინგები დამამძიმებლით.
4. ჩაჯდომა ცალ ფეხზე (10-12 გამეორება თითოეულ ფეხზე) + საქანელა დამამძიმებლით.
ვარჯიში საკმაოდ ინტენსიურია: თითოეული ვარჯიში საჭიროა შეასრულოთ 10-12-ჯერ 30-წამიანი შესვენებებით წყვილებს შორის. იდეალური იქნება სამჯერ გაიმეოროთ კომპლექსი, მაგრამ გაითვალისწინეთ პირველადი ფიზიკური ფორმა. ახლა ოცნებები მრგვალ უკანალზე რეალობად იქცევა, თუ, რა თქმა უნდა, მოწყდებით დივანს.

წყარო: http://galanews.ge/

კომენტარები

სხვა სიახლეები