ვერძი
საოჯახო საქმეები სასიამოვნოდ მოგეჩვენებათ. მოიშორეთ მოსაწყენი ფიქრები. საყვარელი ადამიანი სიყვარულით აგავსებთ.
კურო
კარგი დღეა შოპინგისთვის, შეიძლება დანაზოგის დახარჯვამაც მოგიწიოთ. შეიძინეთ სპორული ნივთებიც, რათა დაიწყოთ ვარჯიში.
ტყუპი
მეტად დაისვენეთ. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ, ან სასიყვარულო პარტნიორს რომანტიკული ვახშამი მოუწყვეთ.
კირჩხიბი
გადადეთ ყველა სამსახურის საქმე და დღეს დაისვენეთ, სასურველია, მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ გაემგზავროთ.
ლომი
კარგი დღეა სპორტისა და აქტიური დასვენებისთვის. აიყოლიეთ მეგობრებიც. მთავარია, კომპიუტერის წინ არ იჯდეთ მთელი დღე.
ქალწული
გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. ეცადეთ, თავადაც იუმორით შეხედოთ სიტუაციას, მოვლენებს.
სასწორი
გულახდილი საუბარი გელით ახლობლებთან. საღამოს – სტუმრიანობა და პოზიტიური ემოციები.
მორიელი
გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან. მეტი მზრუნველობა გმართებთ მშობლების მიმართ.
მშვილდოსანი
ყურადღებით იყავით, მოშურნეები გააქტიურდებიან და რაც მთავარია, გაფრთხილდით, არ გაცივდეთ.
თხის რქა
მეტი დრო დაუთმეთ შემოქმედებით საქმიანობას. გაანებივრეთ ოჯახის წევრები მზრუნველობით, გემრიელობებით.
მერწყული
ნუ ენდობით საეჭვო ადამიანებს. საჭირბოროტო საკითხები ოჯახის წევრებთან ერთად განიხილეთ. საყვარელი ადამიანი სიურპრიზს გიმზადებთ.
თევზები
საინტერესო მოვლენებით დატვირთული დღე გელით. გამონახეთ დრო საკუთარი თავისთვის, შეიცვალეთ იმიჯი, ეწვიეთ სილამაზის, სპა სალონს.
წყარო:http://astrologi.ambebi.ge