4 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მოერიდეთ ინტრიგებში გახვევას, გაურკვევლობას ურთიერთობებში; მგზავრობა სხვა დღისთვის გადადეთ. გახსოვდეთ, “დუმილი – ოქროა”.

კურო
გაერკვიეთ საკუთარ სურვილებში. ყურადღება გმართებთ მშობლებს კურო შვილებს მიმართ. დაეხმარეთ მათ მომავალი პროფესიის შერჩევაში. კარგი დღეა ცოდნის მისაღებად, სხვადასხვა წრეზე ჩასაწერად.

ტყუპი
მეტი მზრუნველობა გმართებთ მშობლების მიმართ. მოაგვარეთ საოჯახო პრობლემები. თუ მიზანმიმართულად იმოქმედებთ, ყველაფერი გამოგივათ.

კირჩხიბი
გამოგიჩნდებათ ახალი გასართობი, შემოგთავაზებენ ახალ სამსახურს და რომანტიკული ნაცნობობაც გელით. დღეს გიმართლებთ და ისარგებლეთ მომენტით.

ლომი
მოვლენებით დატვირთული დღე გელით. ყურადღებით იყავით და აკონტროლეთ ემოციები. მოერიდეთ კამათს ოჯახის წევრებთან.

ქალწული
დღეს უამრავი საქმე – საოჯახოც და სამსახურებრივიც – გექნებათ შესასრულებელი. მეტი მზრუნველობა გმართებთ ასაკოვანი ნათესავების მიმართ. გარშემო მყოფების მიმართ ნუ იქნებით პრეტენზიული.

სასწორი
გათავისუფლდით ყველა იმ საქმის, ურთიერთობის და ჩვევისგან რაც განვითარებაში, გამარჯვების მიღწევაში გიშლით ხელს. კარგი დღეა სულიერი ტექსტების საკითხავად.

მორიელი
კარგი დღეა ბინის მოსაწყობად; საკუთარი თავისთვის სამოსის, აქსესუარების შესაძენად. თუ მოგზაურობას გეგმავთ, სასიამოვნო თანამგზავრი შეარჩიეთ.

მშვილდოსანი
სიფრთხილე გმართებთ საჭესთან. მოერიდეთ კამათს გარშემო მყოფებთან. ნურავის ენდობით.

თხის რქა
დილა ვარჯიშით დაიწყეთ. მოერიდეთ კამათს ოჯახში; ეჭვიანობას საყვარელი ადამიანის მიმართ. გათავისუფლდით მავნე ჩვევებისაგან.

მერწყული
კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. საყვარელ ადამიანთან დროებითი განშორება კიდევ უფრო გააღრმავებს თქვენს გრძნობებს და მიხვდებით, რომ მის გარეშე სუნთქვა გიჭირთ.

თევზები
გამოავლინეთ ხასიათის საუკეთესო თვისებები. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან, მეზობლებთან. კარგი დღეა მგზავრობისთვის.

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები