4 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

81
SHARE

ვერძი
კარგი დღეა საოჯახო საკითხების მოსაგვარებლად, მეგობრებთან შესახვედრად. საღამოს, რომანტიკულ პაემანზე, საყვარელ ადამიანს გრძნობებში გამოუტყდით.

კურო
დილიდან შეიქმენით პოზიტიური განწყობა. მოამზადეთ და დააგემოვნეთ ახალი კერძები. ბავშვებთან ერთად საკონდიტროს ეწვიეთ. საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის ყიდვა არ დაგავიწყდეთ.

ტყუპი
დაასრულეთ ყველა დაწყებული საქმე. მარტივად გაუმკლავდებით საოჯახო საქმეებს. დღეს ან მეგობრებთან ერთად პიკნიკი მოაწყვეთ, ან საყვარელ ადამიანთან ერთად ბუნებაში გაისეირნეთ.

კირჩხიბი
რომანტიკულ განწყობაზე ხართ და კარგი დღეა სასიყვარულო თავგადასავლის მოსაწყობად. საყვარელი ადამიანი საჩუქრით, ან გემრიელი ვახშმით გაანებივრეთ.

ლომი
გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. მგზავრობა, განსაკუთრებით შორ მანძილზე, დღის მეორე ნახევარში დაგეგმეთ. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.
ქალწული
კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, საოჯახო და სარემონტო საკითხები ოჯახის წევრებთან ერთად განიხილეთ. კარგი დღეა ახალი ჰობის ასათვისებლად.

სასწორი
მეტი დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანს, ოჯახს. ახლობლებისთვის არ დაიშუროთ თბილი სიტყვები და სიურპრიზები. საღამოს სასეირნოდ წასულს საინტერესო ნაცნობობა გელით.

მორიელი
კარგი დღეა რთული საკითხების მოსაგვარებლად, ვარჯიშისთვის. ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ გაემგზავრეთ.

მშვილდოსანი
დღეს მეგობრებს ნიჭით, შესაძლებლობებით გააოცებთ. ოჯახის წევრების საჩუქრებზე ფულს ნუ დაინანებთ.

თხის რქა
კარგი დღეა მგზავრობისა და მოგზაურობის დასაწყებად. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ პიკნიკი დაუვიწყარ მოგონებებს დაგიტოვებთ.

მერწყული
მთელი დღე ინტერნეტის გარეშე უნდა გაძლოთ. მეგობრებთან ერთად გაემგზავრეთ ქალაქგარეთ. მოინახულეთ ბავშვობის საყვარელი ადგილები; დაიმუხტეთ დადებითი ენერგიით.

თევზები
საინტერესო შეხვედრებისა და საუბრების დღეა. მოინახულეთ მეგობრები და ნათესავები. მეტი დრო გაატარეთ ბავშვებთან ერთად; გაახარეთ ისინი საჩუქრებით.

წყარო: www.astrologi.ge

FB კომენტარები

კომენტარი