4 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

43
SHARE

ვერძი
ენერგიული და ხალისიანი ხართ. ყველა საქმე ისე გამოგივათ, როგორც ჩაიფიქრეთ. თუ ზედმეტად არ იეჭვიანებთ, გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან.

კურო
კარგი დღეა სამსახურისა და პირადი ცხოვრების გასაუმჯობესებლად. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.

ტყუპი
მაქსიმალურად დაკვირვებით და სწრაფად იმუშავეთ; კარგი დღეა ხელშეკრულებების გასაფორმებლად. საღამო შვილებთან ურთიერთობას დაუთმოთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან.

კირჩხიბი
დღეს ნებისმიერი საქმის შესრულება გაგიადვილდებათ. მეტად გამოჩინეთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობა. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. მოუწყვეთ რომანტიკული ვახშამი.

ლომი
დილა სამსახურის საქმეებს დაუთმეთ, რათა დარჩენილი დრო ოჯახთან და შვილებთან ერთად

გაატაროთ. კარგია ვარჯიში, ცურვა.

ქალწული
მეტი ყურადღება მიაქციეთ მიმდინარე საქმეებს და არა ახალ პროექტებს. წარმატებული დღე ელით კომერციულ სფეროში მომუშავეებს. ზოგიერთს ახალ სამსახურს შესთავაზებენ.

სასწორი
გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა; ზოგიერთს დამატებითი შემოსავლის წყარო გამოუჩნდება. მარტოხელებმა თავად გამოიჩინეთ ინიციატივა და გაეცანით საწინააღმდეგო სქესის ღირსეულ წარმომადგენელს.

მორიელი
აქტიური და მოვლენებით დატვირთული დღე გელით. ზოგიერთი დიდი ხნის იდეების განხორციელებას შეძლებს. კარგი დღე ელით შემოქმედ და ინტელექტუალ ნიშნებს.

მშვილდოსანი
დღეს შესრულებული საქმიანობა მომავალში მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ. მეტი დრო და ყურადღება უნდა დაუთმოთ საოჯახო საქმიანობასა და ოჯახის წევრებს.

თხის რქა
მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას გარშემო მყოფებთან. ზოგიერთს დაწინაურება ელის, ზოგსაც ხელფასის მომატება. თქვენს ოჯახში ფარმონია და იდილია დაისადგურებს.

მერწყული

საქმეების მიუხედავად დროდადრო დაისვენეთ, სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ. საღამოს ოჯახის წევრებს შინაურული, მხიარული დღესასწაული მოუწყვეთ.

თევზები
სამსახურის საქმეებში წარმატება და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება გელით. ზოგიერთს ახალ სამსახურს შესთავაზებენ. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

FB კომენტარები

კომენტარი